უდმურტები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
უდმურტები

უდმურტები (საკ. სახ. უდმურტი) — ერი რუსეთში. XIV-XVI სს. რუსეთის წერილობით წყაროებში იხსენიებიან „არების“, „ოტიაკების“ სახელწოდებით. ცხოვრობენ უდმურტეთში, ასევე მცირე ჯგუფები ცხოვრობენ ბაშკირეთში, თათრეთში, მარეთში, პერმის, სვერდლოვსკისა და კიროვის ოლქებში, ყაზახეთში, ბელარუსში, უზბეკეთსა და უკრაინაში. 2002 წლის აღწერის მიხედვით რუსეთში ცხოვრობს 637 ათასი უდმურტი. მორწმუნეები მართლმადიდებლები არიან.

ეთნოგენეზი[რედაქტირება]

უდმურტების ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშეს ძველმა ტომებმა. I ათასწლეულის დასასრულსა და II ათასწლეულის დასაწყისისათვის მათზე დიდი გავლენა მოახდინეს ვოლგა-კამის ბულგარებმა. XI-XIII სს-ში შეინიშნება უდმურტების კავშირი რუსებთან. 1236 წლიდან მოექცნენ მონღოლ-თათართა უღელქვეშ. ჩრდილოეთის უდმურტები შედიოდნენ ვიატკის ქვეყნის (1489 წლიდან ნაწილი მოსკოვის სამთავროს) შემადგენლობაშია, სამხრეთისა — ყაზანის სახანოში, რომლის დაშლის შემდეგ (1552) შევიდნენ რუსეთის სახელმწიფოში (1558). ამ დროიდან დაიწყო მათი ხალხად ჩამოყალიბება. ძველთაგანვე მისდევენ მიწათმოქმედებას, მესაქონლეობას და ნადირობას.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]