მეცო-სოპრანო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დიაპაზონი მცირე ოქტავის "ლა"-დან მეორე ოქტავის "ლა"-მდე


მეცო-სოპრანო (იტალ. mezzo „საშუალო“) ქალის კლასიკური სასიმღერო ხმაა, რომელიც მერყეობს სოპრანოსა და კონტრალტოს შორის. უფრო მეტად მიახლოებულია სოპრანოსთან. მეცო-სოპრანოებს ოდნავ დაბალი ხმა აქვთ სოპრანოებთან შედარებით. მეცო-სოპრანოებს უმთავრესად ძლიერი ტონი აქვთ სოპრანოებთან შედარებით, მაგრამ კონტრალტოებზე მაღალი ხმა აქვთ. მამაკაცს, რომლის ხმა მიახლოებულია მეცო-სოპრანოსთან, კონტრტენორი ეწოდება. საოპერო მეცო-სოპრანოები ძალიან იშვიათია.

მეცო-სოპრანოები ძირითადად მეორეხარისხოვან როლებს ასრულებენ ოპერაში. მუსიკათმცოდნეები მეცო-სოპრანოებს სამ კატეგორიებად ყოფენ, ესენია: კოლორატიული მეცო-სოპრანო, ლირიკული მეცო-სოპრანო და დრამატული მეცო-სოპრანო.

კოლორატიული მეცო-სოპრანო[რედაქტირება]

კოლორატიულ (კოლორატიული — სტანდარტთან მიახლოვებული, ტექნიკური ხმა) მეცო-სოპრანოებს თბილი, დაბალი რეგისტრი აქვთ, ასევე, მარჯვეები არიან მაღალ რეგისტრშიც. ისტორიული ფაქტია, რომ ანტონიო ვივალდი ამ ხმისთვის წერდა როლებს.

ლირიკული მეცო-სოპრანო[რედაქტირება]

ლირიკულ მეცო-სოპრანოებს შეუძლიათ სიმღერა ორ ოქტავაში. ამ ხმას ძალიან რბილი, მგრძნობიარე და ამავდროულად ამაღელვებელი ხარისხი აქვს.

დრამატული მეცო-სოპრანო[რედაქტირება]

დრამატულ მეცო-სოპრანოებს ძლიერი საშუალო რეგისტრი გააჩნიათ, თბილი მაღალი რეგისტრი, რომელიც უფრო ძლიერია ლირიკულ და კოლორატიულ მეცო-სოპრანოებთან შედარებით.