სიმფონიური როკი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| სიმფონიური როკი | |
|---|---|
| ჟანრობრივი წარმომავლობა: | პროგრესული როკი, ფსიქოდელიური როკი, კლასიკური მუსიკა |
| კულტურული წარმომავლობა: | 1969, ინგლისი |
| დამახასიათებელი ინსტრუმენტები: | ელექტრო გიტარა, ბას გიტარა, კლავიშიანი ინსტრუმენტები, დასარტყამი ინსტრუმენტები, ვიოლინო და სხვა |
| მეინსტრიმული პოპულარობა: | 1970-იანები |
| აღრეული ჟანრები | |
| სიმფონიური მეტალი | |
სიმფონიური როკი — როკ-მუსკის ქვეჟანრი. ადრეულ პერიოდში ეს ტერმინი გამოიყენებოდა კლასიკური მუსიკის ელემენტებით მეტად დატვირთული პროგრესული როკის განსასხვავებლად მისივე უფრო მეტად ფსიქოდელიური და ექსპერიმენტული ფორმებისგან.[1]
ჟანრს ახასიათებს პროგრესული როკისა და კლასიკური მუსიკის სინთეზი.[2] ამ ჟანრის ზოგიერთი წარმომადგენელი საკუთარი კომპოზიციების შესრულებისას იყენებს კლასიკური მუსიკის ცნობილი ნაწარმოებების ელემენტებსაც, ხოლო დამატებითი მელოდიური დატვირთვის შესაძენად — სინთეზატორისა თუ მელოტრონის დახმარებით მიღებულ ორკესტრულ არანჟირებას.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]
სქოლიო[რედაქტირება]
- ↑ Tom Karr. The Essential Elements Of Symphonic Progressive Rock. დაარქივებულია ორიგინალიდან 2010-06-10-ში. წაკითხვის თარიღი: 2013-02-18.
- ↑ Rocking The Classics by Edward Macan