კერკუანე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პუნიკური ქალაქი კერკუანე და მისი ნეკროპოლისი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

Kerkouane1.JPG
ქვეყანა ტუნისის დროშა ტუნისი
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები iii
სია იუნესკოს სია
რეგიონი** არაბული სახელმწიფოები
კოორდინატები 36°56′47″ ჩ. გ. 11°05′57″ ა. გ. / 36.94639° ჩ. გ. 11.09917° ა. გ. / 36.94639; 11.09917
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1985  (მე-9 სესია)
ნომერი 332
გაფართოება 1986 -
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 332
რუს.ინგლ.ფრ.

კერკუანე (არაბ. كركوان‎‎‎) — პუნიკური ქალაქი ჩრდილო-აღმოსავლეთ ტუნისში, კაპ-ბონის ნახევარკუნძულის სიახლოვეს. ეს ფინიკიური ქალაქი სავარაუდოდ მიტოვებულ იქნა პირველი პუნიკური ომისას (ძვ. წ. 250) რომაელებს ის აღარ აღუდგენიათ. იგი დაახლოებით 400 წლის მანძილზე არსებობდა.

გათხრების შედეგად აღმოჩენილია ძვ. წ. IV-III საუკუნეების ნანგრევები. თვალნათელი გახდა ქალაქის იერსახე: ბევრ სახლს ჯერ კიდევ შერჩენილი აქვს კედლები, ჯერ კიდევ ჩანს ფერადი თიხა მათ ფასადებზე. სახლებს სტანდარტული გეგმა გააჩნიათ, რაც თანხმობაში მოდის ქალაქის გეგმარებასთან.

შემორჩენილია ტაძრის ზოგიერთი სვეტი და ატრიუმის პატარა, მოზაიკური ნაწილი. ბოძები, ქვის საფეხურები, ზღურბლები, და იატაკი მოზაიკის ფენებითაა დაფარული. კერკუანეში არქეოლოგიური გათხრები ჯერ კიდევ მიმდინარეობს, მაგრამ მიჩნეულია, რომ მისი საუკეთესო ნაწილი უკვე აღმოჩენილია.

კართაგენის, ადრამეტუმის (თანამედროვე სუსი) და უტიკის გვერდით კერკუანე უმნიშვნელოვანესი პუნიკური ქალაქი იყო.

1985 წელს, ქალაქი კერკუანე და მისი ნეკროპოლისი იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: