ელ-ჯემი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ელ-ჯემის ამფითეატრი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

Eljem col out.jpg
ქვეყანა ტუნისის დროშა ტუნისი
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები iv, vi
სია იუნესკოს სია
რეგიონი** არაბული სახელმწიფოები
კოორდინატები 35°18′00″ ჩ. გ. 10°43′00″ ა. გ. / 35.30000° ჩ. გ. 10.71667° ა. გ. / 35.30000; 10.71667
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1979  (მე-3 სესია)
ნომერი 38
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 38
რუს.ინგლ.ფრ.

ელ-ჯემი (არაბ. قصر الجمّ) — ქალაქი ტუნისში, მაჰდიას ვილაიეთში. ცნობილია მთელს აფრიკაში ერთ-ერთი ყველაზე შთამბჭდავი რომაული ნარჩენებით. 2004 წლის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობა 18 302 ადამიანს შეადგენს.

ისევე როგორც თითქმის ყველა რომაული დასახლება ტუნისში, ელ-ჯემის პუნიკური დასახლების ადგილას აშენდა და იმ დროსიათვის ტისდრუსი ერქვა. წარსულში აქ შედარებით ნაკლებ მშრალი კლიმატი არსებობდა. ქალაქი განსაკუთრებით ყვაოდა ახ. წ. II საუკუნეში, როდესაც ის ზეითუნის ზეთის საექსპორტო წარმოების მნიშვნელოვანი ცენტრი გახდა. ქალაქი ასევე იყო ქრისტიანული საეპისკოპოსოს ცენტრი, რომელიც დღემდე ინარჩუნებს კათოლიკური საეპისკოპოსოს სტატუსს.

ახ. წ. III საუკუნის ადრეულ წლებში, როდესაც ამფითეატრი აშენდა, ელ-ჯემი მეტოქეობას უწევდა ადრუმეტუმს (თანამედროვე სუსი), ჩრდილოეთ აფრიკის მეორე რომაულ ქალაქს კართაგენს. შემდეგ, 233 წელს ქალაქში წარუმატებელი აჯანყება დაიწყო და მას შემდეგ, რაც იმპერატორმა გორდიანე I-მა კართაგენის სიახლოვეს, საკუთარ ვილაში თავი მოიკლა, ახალი იმპერატორის, მაქსიმიანეს ერთგულმა ჯარებმა ელ-ჯემი მიწასთან გაასწორეს, რის შემდეგაც ის რეალურად აღარასდროს აღმდგარა.

ელ-ჯემის ამფითეატრში გადაღებულია ოსკაროსანი ფილმის, გლადიატორის გარკვეული სცენები.

ღირსშესანიშნაობები[რედაქტირება]

ელ-ჯემი ცნობილია თავისი ამფითეატრით (რომელსაც ხშირად შეცდომით უწოდებენ კოლიზეუმს), რომელიც 35 000 მაყურებელს იტევს. მას ზომით მხოლოდ რომის კოლიზეუმი (45 000 მაყურებელი) და კაპუას დანგრეული თეატრი აღემატება. იგი პრო-კონსულ გორდიანე I-ის დროს აშენდა. შესაძლებელია, რომ ამფითეატრი ამ ფორმებით დაუსრულებელია.

XVII საუკუნემდე, ის მეტნაკლებად მთლიანი რჩებოდა. ამ პერიოდიდან იწყება მისი ქვების გამოყენება ახლოსმდებარე სოფელ ელ-ჯემის მშენებლობისთვის, ასევე მიაქვთ კაირუანში მეჩეთის ასაშენებლად. არანაკლები უბედურება ამფითეატრს ოსმალთა ბატონობისას დაატყდა. შიგ გამაგრებულ აჯანყებულებზე შეტევისას თურქები ზარბაზნებს იყენებდნენ.

1979 წელს, ამფითეატრის ნანგრევები იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: