საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2024

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2024
საქართველოს დროშა
2020 ←
→ 2028
საქართველოს პარლამენტის 150 ადგილი
უმრავლესობის მოსაპოვებლად საჭიროა 76 ადგილი

საქართველოს შემდეგი საპარლამენტო არჩევნები დაგეგმილია 2024 წლის 26 ოქტომბერს.[1] [2]

უკანასკნელი საპარლამენტო არჩევნები ქვეყანაში 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარდა და მასში გამარჯვება „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა, ხმათა 48,22%-ით.

2024 წელს საქართველოში იგეგმება საპრეზიდენტო არჩევნებიც, რომელშიც პირველად მოხდება პრეზიდენტის არჩევა ახალი სისტემით. საქართველოს პრეზიდენტს 300 წევრიანი საარჩევნო კოლეგია აირჩევს.

საარჩევნო სისტემა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2017 წლის 26 სექტემბერს პარლამენტმა მიიღო საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლის მიხედვითაც ქვეყანა 2024 წლისთვის 5%-იანი ბარიერის მქონე სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადადის.[3][4][5] წინარე სისტემით პარლამენტის 77 დეპუტატი პროპორციული სისტემითა და 5%-იანი ბარიერით, ხოლო 73 კი მაჟორიტარული სისტემით ირჩეოდა. 2020 წლის მეათე მოწვევის საპარლამენტო არჩევნები ქვეყანაში ნულოვანი ბარიერით, 90/30-ზე პროპორციით ჩატარდა.

2023 წლის 6 თებერვალს საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც 2024 წელს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში ამომრჩეველთა თითქმის 90% კენჭისყრაში მონაწილეობას ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებს.[6]

2023 წლის 9 თებერვალს 88 ხმით 3-ის წინააღმდეგ საარჩევნო კოდექსში გენდერული კვოტების შესახებ ცვლილებები მესამე მოსმენით დაჩქარებული წესით მიიღო.[7] ცვლილებების ერთ-ერთი ინიციატორის, გივი მიქანაძის თქმით ცვლილება საარჩევნო კოდექსის 203-ე მუხლს შეეხო.

ვიკიციტატა
„მოქმედ კანონმდებლობაში საუბარია ამ კვოტების თაობაზე 2032 წლამდე. ჩვენ გვსურს, რომ ეს ვადა გადავწიოთ 2032 წლის ოქტომბრის ჩათვლით ჩასატარებელ არჩევნებთან მიმართებაში. ასევე, მოქმედი კანონით, როგორც პარლამენტიდან, ასევე საკრებულოდან ქალი დეპუტატის გასვლის შემთხვევაში, მას ანაცვლებს რიგით შემდეგი ქალი დეპუტატი, ხოლო მამაკაცის შემთხვევაში, მას ანაცვლებს მამაკაცი. გენდერული კვოტის გაზრდისა და ქალების პოლიტიკაში წახალისების მიზნით მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ მამაკაცის გასვლის შემთხვევაში მოხდეს მისი ჩანაცვლება არა მომდევნო მამაკაცით ავტომატურად, არამედ სიის მომდევო წევრით, რაც იძლევა იმის საშუალებას, რომ სიის მომდევნო წევრი იყოს ქალი დეპუტატი“

2023 წლის 15 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, პია კაუმას შეხვდა და გამოთქვა იმედი რომ საპარლამენტო ასამბლეა 2024 წლის არჩევნებს დააკვირდება.[8]

პოლიტიკური მოვლენები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2021 წლის 16 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების სხდომის შემდეგ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით შემდეგი კომენტარი გააკეთა:

ვიკიციტატა
„ჩემი გადასაწყვეტი არ არის, რომ ჩატარდეს არჩევნები. ჩვენ 2020 ოქტომბერში გვქონდა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ, მათ შორის, ODIHR-მა, საერთაშორისო დამკვირვებლებმა და ეუთომ ეს არჩევნები აღიარა როგორც კონკურენტუნარიანი, თავისუფალი და სამართლიანი. შესაბამისად, შემდეგომი საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2024 წელს ჩატარდება.“

[9]

2023 წლის 20 ივლისს გაიმართა „გამარჯვების პლატფორმის“ პრეზენტაცია. ალიანსში „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გაერთიანდნენ.[10]

2023 წლის 21 ივლისს პარტიამ „საქართველოსთვის“ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც არ გეგმავს გაერთიანებს არცერთ სხვა პარტიასთან.[11]

2023 წლის 6 სექტემბერს „გირჩი - მეტი თავისუფლებამ“ და „დროამ“ საარჩევნო გაერთიანების შექმნის შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთეს.[12]

2023 წლის 12 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Radio France Internationale-ს ინტერვიუში მომავალი არჩევნები „მონოპარტიული სისტემიდან გამოსვლის შანსად“ შეაფასა.[13] 2023 წლის 15 ნოემბერს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 5%-იანი საარჩევნო ბარიერის დაწევა არ იგეგმება.[14]

2023 წლის 4 დეკემბერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ბათუმის საკრებულოს 7-მა წევრმა დატოვა.[15] 2023 წლის 5 დეკემბერს პარტია ზუგდიდში 17-მა წევრმა, მათ შორის საკრებულოს 14-მა დეპუტატმა დატოვა.[16] 2023 წლის 6 დეკემბერს ხობში პარტია 30-მდე წევრმა, მათ შორის 10-მა საკრებულოს წევრმა დატოვა.[17] პარტია დატოვა ჭიათურის საკრებულოს 5-მა დეპუტატმა.

2023 წლის 7 დეკემბერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პარტიის დატოვებისა და ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნის გეგმის შესახებ განაცხადა.[18] 2023 წლის 10 დეკემბერს პარტიის თბილისის რაიონული ორგანიზაცია 300-მდე წევრმა და 15-მა რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ დატოვა.[19]

2023 წლის 12 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში დასმულ კითხვაზე ჩაერთვება თუ არა არჩევნებში რომელიმე ამპლუაში, მან უპასუხა:

ვიკიციტატა
„თუ სასწორზე იქნება საქართველოს ევროპული მომავალი, ყველაფერს განვიხილავ“

[20]

2023 წლის 13 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით, 79 ხმით მიიღო „ევროპელი სოციალისტების“ წევრის, ფრიდონ ინჯიას ინიცირებული კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც მოქალაქეებს არჩევნებში ხმის მიცემა არაელექტრონული, ე. წ. „ლამინირებული პირადობის მოწმობებით“ შეეძლებათ.[21]

2023 წლის 19 დეკემბერს თბილისში ბრიფინგი გამართა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ხავიერ კოლომინამ, სადაც იმედი გამოთქვა რომ „2024 წლის არჩევნებში რეალურ, ცოცხალ დემოკრატიულ პრაქტიკას ვნახავთ“.[22]

2023 წლის 30 დეკემბერს გაიმართა მმართველი პარტიის, „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ ყრილობა, სადაც ცნობილი გახდა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ, რომელმაც პარტიაში საპატიო თავმჯდომარის თანამდებობა დაიკავა.[23][24]

2024 წლის 8 იანვარს პარტიამ „საქართველოსთვის“ გაავრცელა განცხადება, სადაც ცნობილი გახდა რომ ისინი წარადგენდნენ ინიციატივას საკონსტიტუციო ცვლილების შესახებ, რომლის მიხედვითაც შეიცვლებოდა პრეზიდენტის არჩევის წესი და საქართველოს მომავალი პრეზიდენტი, საარჩევნო კოლეგიის ნაცვლად, კვლავ პირდაპირი წესით იქნებოდა არჩეული.[25]

საქართველოს პარლამენტი 2023 წლის მდგომარეობით[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პარტია მანდატების რაოდენობა
ქართული ოცნებახალხის ძალა (საპარლამენტო უმრავლესობა) 84
ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ 20
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „საქართველოსთვის“ 5
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „რეფორმების ჯგუფი“ (სტრატეგია აღმაშენებელი, საქართველოს რესპუბლიკური პარტია, დამოუკიდებელი დეპუტატები) 5
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „გირჩი“ 4
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტები“ 4
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსთვის“ 2
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „მოქალაქეები“ 2
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „თავისუფლება“ 2
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ეროვნული და დემოკრატიული სახელმწიფოსთვის“ 2
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ევროოპტიმისტები“ 2

გამოკითხვები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თარიღი მასშტაბი ჩამტარებელი ქართული ოცნება გამარჯვების პლატფორმა ევროპული საქართველო ლელო პატრიოტთა ალიანსი აპც-გირჩი მოქალაქეები სლპ საქართვე-ლოსთვის გირჩი-დროა ხალხისთვის კონსერვატიული მოძრაობა ხალხის ძალა არცერთი პარტია სხვა N/A უპირატესობა
ენმ სტრატეგია გირჩი-მთ დროა
1–22 დეკემბერი 2023 1,500 Edison Research 36.6 21.5 0.7 6.7 1.7 2.9 1.7 4.7 8.8 5 3.7 3 2.5 - 0.5 - 15.1
20 ოქტომბერი–6 ნოემბერი 2023 1,000 Edison Research 37 21 1 5 2 4 3 4 9 4 4 3 3 - 1 - 16
30 სექტემბერი–20 ოქტომბერი 2023 1,212 Gorbi 55 20 3 4 2 1 1 2 3 4 - - - - 5 - 35
14 სექტემბერი–14 ოქტომბერი 2023 1,200 IRI 25 16 1 2 1 3 2 2 4 2 2 1 1 24 1 5 9
7–24 სექტემბერი 2023 1,500 Edison Research 37 22 1 4 1 4 2 4 10 4 4 3 3 - <1 - 15
25 მაისი–14 ივნისი 2023 1,500 Edison Research 37 25 4 1 3 1 3 2 5 6 4 2 3 2 2 - - - 12
22 აპრილი–7 მაისი 2023 1,212 GORBI 53 19 4 2 2 2 1 2 3 2 3 - - - - - 7 - 34
17–23 მარტი 2023 1,032 NDI 20 5 - - - - - - - - - - - - - 34 6 35 15
4–23 მარტი 2023 1,500 IRI 19 14 2 1 2 <1 2 2 2 3 3 1 2 1 <1 25 <1 7 5
3–20 დეკემბერი 2022 2,519 NDI 25 6 1 - 1 1 1 1 2 2 2 1 1 1 - 39 - 17 19
17–30 ნოემბერი 2022 2,024 GORBI 52 23 3 3 3 3 2 2 1 1 3 - - - - - 4 - 29
13 სექტემბერი–2 ოქტომბერი 2022 1,500 IRI 25 12 1 - 2 2 2 1 2 3 3 2 2 1 - 17 2 23 13
4–24 მარტი 2022 1,486 IRI 31 16 2 - 2 1 - 1 2 4 1 2 2 1 - 15 2 19 15
არჩევნები 2020 48.22 27.18 3.15 3.79 3.15 3.14 2.89 1.33 1.00 - - - - - - - 6.13 - 21.04

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. PM: Next Parliamentary Elections Will Be Held in 2024 en-US (2021-03-16). ციტირების თარიღი: 2022-02-22
  2. Georgia's Central Election Commission reveals date, procedures for 2024 parliamentary vote. ციტირების თარიღი: 2024-01-30
  3. MPs Pass Constitutional Changes with First Reading (2017-06-23). ციტირების თარიღი: 2022-01-05
  4. „Parliament Approves Constitution on Final Reading“. Civil Georgia. 27 September 2017. ციტირების თარიღი: 27 September 2017.
  5. „Key Points of Newly Adopted Constitution“. Civil Georgia. 27 September 2017. ციტირების თარიღი: 27 September 2017.
  6. „90% of Voters Will Vote Electronically in 2024 Parliamentary Elections“. Civil Georgia. 6 February 2023. ციტირების თარიღი: 10 February 2023.
  7. „Parliament Approves Amendments on Gender Quotas“. Civil Georgia. 10 February 2023. ციტირების თარიღი: 10 February 2023.
  8. შალვა პაპუაშვილის შეხვედრა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან
  9. შემდეგომი საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2024 წელს ჩატარდება — პრემიერი
  10. “გამარჯვების პლატფორმა”- ენმ და “სტრატეგია აღმაშენებელი” ალიანს ქმნიან
  11. პარტია „საქართველოსთვის“ აცხადებს, რომ 2024 წლის არჩევნებისთვის არცერთ პარტიასთან არ გაერთიანდება
  12. „გირჩი – მეტი თავისუფლება“ და „დროა“ საარჩევნო გაერთიანებას ქმნიან
  13. სალომე ზურაბიშვილი: „მომავალი არჩევნები ერთპარტიული სისტემიდან გამოსვლის შანსია“
  14. კობახიძე: ენმ-ს გარდა ყველა 5%-ს ქვემოთაა, არ ვაპირებთ ბარიერის დაწევას მათ სასარგებლოდ
  15. ბათუმის საკრებულოს 7-მა წევრმა "ნაციონალური მოძრაობა" დატოვა
  16. "ნაციონალური მოძრაობა" დატოვა პარტიის 17-მა წევრმა ზუგდიდში
  17. "ნაციონალური მოძრაობა" დატოვა პარტიის 30-მდე წევრმა ხობში
  18. ნიკა მელია „ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს და საკუთარი პარტიის შექმნის გეგმებზე საუბრობს
  19. ნაციონალური მოძრაობა თბილისის ორგანიზაციის წევრებმა დატოვეს
  20. Georgian President Says No EU Green Light Means A Win For Russia
  21. პარლამენტმა ე.წ. ლამინირებული პირადობებით ხმის მიცემაზე კანონპროექტი მე-3 მოსმენით მიიღო
  22. ხავიერ კოლომინა - ნატო-სთვის დემოკრატია ფუნდამენტურია, პრინციპული ღირებულება აქვს - იმედი გვაქვს, 2024 წლის არჩევნებში რეალურ, ცოცხალ დემოკრატიულ პრაქტიკას ვნახავთ
  23. ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნდა
  24. „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილი აირჩიეს
  25. ბექა ლილუაშვილი : პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესი უნდა დაბრუნდეს