კარლო ხურციძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კარლო ხურციძე
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
კარლო ხურციძე
დაბადების
თარიღი
15 მაისი, 1923
დაბადების
ადგილი
ქუთაისი,
საქართველოს სსრ–ის დროშა საქართველოს სსრ
საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
გარდაცვალების
თარიღი
27 იანვარი, 1996 (72 წლის)
გარდაცვალების
ადგილი
ქუთაისი, საქართველოს დროშა საქართველო
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი

კარლო ხურციძე (დ. 15 მაისი, 1923, ქუთაისი — გ. 27 იანვარი, 1996, იქვე) — ქართველი ფეხბურთელი, პოზიციით თავდამსხმელი და ფეხბურთის მწვრთნელი. საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი (1973).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კარლო ხურციძე დაიბადა ქუთაისში. თამაშობდა ქუთაისის ახალგაზრდულ ნაკრებში. 1939–1941 და 1945–1949 წლებში იყო ქუთაისის ფიზიკური კულტურისა და სპორტის საქალაქო კომიტეტის ინსტრუქტორი. 1950–1954 წლებში ასრულებდა ქუთაისის სოფლის მეურნეობის გუნდის მწვრთნელის მოვალეობას. 1969–1991 წლებში იყო ქუთაისის ცენტრალური სტადიონის დირექტორი და ქუთაისის „ტორპედოს“ საფეხბურთო სკოლის მთავარი მწვრთნელი.

მისი აღზრდილები არიან: ჯემალ ხერხაძე, რევაზ ძოძუაშვილი,[1] სერგო კუტივაძე, გივი და ლევან ნოდიები, რამაზ შენგელია,[2] თენგიზ სულაქველიძე და თამაზ კოსტავა.[3] საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი (1973).

კარლო ხურციძე გარდაიცვალა 1996 წლის 17 იანვარს, 72 წლის ასაკში, ქუთაისში.[4]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. კარიერა ფრაზებში: რევაზ ძოძუაშვილი. mygoals.ge. ციტირების თარიღი: 13 მარტი, 2022
  2. კარიერა ფრაზებში: რამაზ შენგელია. mygoals.ge. ციტირების თარიღი: 13 მარტი, 2022
  3. კარიერა ფრაზებში: თამაზ კოსტავა. mygoals.ge. ციტირების თარიღი: 13 მარტი, 2022
  4. Хурцидзе Карло Павлович. Спорт-страна.ру (9 იანვარი, 2017). ციტირების თარიღი: 6 ივლისი, 2018.