პუერტო-ლა-კრუსი
|
ქალაქი
პუერტო-ლა-კრუსი
Puerto la Cruz
|
პუერტო-ლა-კრუსი (ესპ. Puerto la Cruz) — ქალაქი ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ვენესუელაში. ანსოატეგის შტატის ადმინისტრაციული ცენტრი. 2010 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქ პუერტო-ლა-კრუსის მოსახლეობა შეადგენს 454.312 კაცს.
მდებარეობს კარიბის ზღვის სანაპიროზე, ზღვის დონიდან 64 მეტრიდან 767 მეტრამდე. ტემპერატურის ტიპიური მაჩვენებელი შეადგენს 25–28°C.
თავდაპირველად მის ტერიტორიაზე დასახლებული იყვნენ ინდოელი მეთევზეები. დროდადრო ყოფილი მეთევზეთა სოფელი გადაიქცა საპორტო ქალაქად. 1930-იანი წლებიდან განვითარდა ნავთობის წარმოება.
ქალაქმა მონაწილეობა მიიღო საქალაქო ზრდის პროცესში — ბარსელონა-გუანტა-პუერტო-ლა-კრუსი. ქალაქიდან უმთავრესად გააქვთ ნავთობი. განვითარებულია ნავთობგადამუშავება და კვების მრეწველობა.
ასევე განვითარებულია ტურიზმი, სანაპირო წყლები მეტწილად დაბინძურებულია.
სექციების სია |
დაძმობილებული ქალაქები[რედაქტირება]
- ბარსელონა —
ვენესუელა - იოჰანესბურგი —
სამხრეთი აფრიკა - სანტა-კრუსი — [1]
აშშ - პუერტო-დე-ლა-კრუსი —
ესპანეთი - ლოს-ანჟელესი —
აშშ