იმან შამპერტი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იმან შამპერტი

იმან შამპერტი ატლანტა ჰოუქსის წინააღმდეგ.
ნიუ-იორკ ნიქსი (2011-)
გარდი
პირადი ინფორმაცია
დაიბადა 26 ივნისი, 1990
ილინოისი, აშშ
ეროვნება ამერიკელი
სიმაღლე 1.96
წონა 100 კგ
კარიერა
ლიგა NBA

იმან აშანთი შამპერტი (ინგლ. Iman Asante Shumpert; დ. 26 ივნისი, 1990) — ამერიკელი პროფესიონალური კალათბურთის მოთამაშე, რომელიც თამაშობს ნიუ-იორკ ნიქსში NBA-ს ლიგაში. ის იქნა არჩეული 2011 წლის ნბა დრაფტზე ნიუ-იორკ ნიქსის მიერ, რომელიც მთლიან არჩევანზე მე-17 გმაოდგა.

კარიერა სკოლაში[რედაქტირება]

იმანი იყო შტატის პირველ გუნდში როგორც Oak Park-ის მოთამაშე, რომელიც River Forest High School ეკუთვნის. ასევე შამპერტი ამერიკის 30 საუკეთესო ახალგაზრდაში შედიოდა. მან შეძლო და დაეხმარა ოაკ პარკს რომ კონფერენციის 3 ტიტული მოეპოვებინა, პირადად კი დასახელებული იქნა კონფერენციის MVP.

კარიერა უნივერსიტეტში[რედაქტირება]

2007 წლის 18 ოქტომბერს, მან დაადასტურა, რომ ის ითამაშებდა Georgia Tech Yellow Jackets-ის გუნდში. 2008-2009 წლის NCAA კაცთა კალათბურთის სეზონის დროს, ის იყო გუნდის მეოთხე ქულის მომტანი მთელი სეზონის მანძილზე, რომელმაც საშუალოდ 10.5 ქულა და ასევე 34.5 პროვენტი ჰქონდა 3 ქულიანი ნასროლიდან. 2009-2010 წლის სეზონში, შამპერტმა მუხლის ტრავმის გამო გამოტოვა 6 თამაში, თუმცა სეზონი ისე დაამთავრა რომ მაინც გუნდის მე-3 ადგილოსანი იყო ქულებით, საშუალოდ 10.0 ქულა. ასევე ACC-ი კი ლიდერობდა მოპარვებით.

2010-2011 წლის სეზონში, შამპერტი უკვე გუნდის ლიდერი გახდა ქულებით (17.3 ქულა), მოხსნით და ასისტენტით, რომლითაც ის გახდა ACC-ის ისტორიაში მე-7, ვინც შეძლო 3 რამეში გუნდის ლიდერობა. მან ACC-ს რეიტინგში კი მე-4 ადგილი დაიკავა ქულით, მე-15 მოხსნებით, მე-10 თამაშიდან ჩაგდებული ბურთით და საჯარიმო ქულების პროცენტული მაჩვენებლით, ასევე პირველი გახდა მოპარვებში (მე-7 მთლიანი ნაციონალურ ლიგაში). ის იქნა დასახელებული All-ACC მეორე გუნდში, ასევე იყო კონფერენციის ყველა-მცველის გუნდში დასახელებული. რითაც საბოლოოდ სკაუტების ყურადღება მიიპყრო მისი დაცვით და ათლეტიზმით, რაც მის 2011 წლის ნბა დრაფტამდე მივიდა. შამპერტმა ასევე შეძლო სკაუტების გაოცება მისი ვერტიკალური ნახტომის დროს სარეკორდო მაჩვეენბელი (92 სმ) აჩვენა.

პროფესიონალური კარიერა[რედაქტირება]

2011 წლის NBA დრაფტზე შამპერტი არჩეული იქნა საბოლოოდ მე-17, ხოლო ნიუ-იორკ ნიქსის მიერ კი პირველი. მისმა თანაგუნდელმა ჯარედ ჯეფრისმა კი მასზე განაცხადა: "ის კარგად იცავს ბურთს, კარგი მცველია ვიდრე სხვაში ლიგაში მოთამაშეები". იმან შამპერტი იქნა არჩეული 2012 წლის NBA All Star სლემ დანკის შეჯიბრებაში, მაგრამ სამწუხაროდ მან მუხლის ტრავმა მიიღო და გამოტოვა ეს შეჯიბრი.

2012 წლის 28 არპილს, როდესაც ნიქსი პირველ მატჩს მართავდა ჰიტის წინააღმდეგ პლეი-ოფის პირველივე რაუნდში, შამპერტმა მიიღო მუხლის ტრავმა, იგი უმალვე იქნა გაყვანილი მოედნიდან. მოგვიანებით კი გახდა ცნობილი, რომ შამპერტი გამოტოვებდა ყველა დარჩენილ თამაშს, იმდენად სერიოზული აღმოჩნდა მისი ტრავმა.


NBA კარიერის სტატისტიკა[რედაქტირება]

მნიშვნელობები: GP = ჩატარებული მატჩი; GS = თამაში დაიწყო; MPG = თითოეულ მატჩში ჩატარებული წუთი; FG% = თამაშიდან ჩაგდებული პროცენტულად;

3P% = 3 ქულიანი თამაშიდან ჩაგდებული პროცენტულად; FT% = საჯარიმო სროლა პროცენტულად; RPG = მოხსნა თითოეულ მატჩში; APG = ასისტენტი თითოეულ მატჩში;

SPG = მოპარვა თითოეულ მატჩში; BPG = ბლოკი თითოეულ მატჩში; PPG = ქულა თითოეულ მატჩში; გამუქებული/მწვანედ შეღებილი = კარიერის ყველაზე მაღალი შედეგი;

რეგულარული სეზონი[რედაქტირება]

წელი გუნდი GP GS MPG FG% 3P% FT% RPG APG SPG BPG PPG
2011-12 ნიუ-იორკი 59 35 28.9 .401 .306 .798 3.2 2.8 1.7 .12 9.5
ტოტალი 59 35 28.9 .401 .306 .798 3.2 2.8 1.7 .12 9.5

პლეი-ოფი[რედაქტირება]

წელი გუნდი GP GS MPG FG% 3P% FT% RPG APG SPG BPG PPG
2011-12 ნიუ-იორკი 1 1 19.0 .000 .000 .000 1.0 .0 1.0 .0 .0
ტოტალი 1 1 19.0 .000 .000 .000 1.0 .0 1.0 .0 .0

პერსონალური ცხოვრება[რედაქტირება]

იმან შამპერტის მამა - ოდის შამპერტი არის სადაზღვეო კომპანიის აგენტო. იმან შამპერტის დედა - ტანია შამპერტი არის ხელოვნების და დიზაინის პროფესორი კოლუმბიის კოლეჯში, რომელიც შტატ ილინოისის ქალაქ ჩიკაგოში მდებარეობს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]