ნიკოლოზ შატსკი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნიკოლოზ შატსკი
დაბ. თარიღი 16/28 აგვისტო, 1895
დაბ. ადგილი მოსკოვი, რუსეთი
გარდ. თარიღი 1 აგვისტო, 1960
გარდ. ადგილი მოსკოვი, რუსეთი
სამეცნიერო სფერო გეოლოგია
ჯილდოები სსრკ სახელმწიფო პრემია
ლენინური პრემია
ლენინის ორდენი
შრომის წითელი დროშის ორდენი

ნიკოლოზ სერგეის ძე შატსკი (რუს. Шатский, Николай Сергеевич; დ. 16/28 აგვისტო, 1895, მოსკოვი ― გ. 1 აგვისტო, 1960, მოსკოვი) ― რუსი გეოლოგი. ტექტონიკის მკვლევარი. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1953).

ბიოგრაფია[რედაქტირება]

1913-1915 წლებში სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტში. 1929 წელს დაამთავრა სამთო აკადემია. 1921 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას იქვე. 1930 წლიდან მუშაობდა მოსკოვის გეოლოგიის ინსტიტუტში. 1934 წლიდან ― სსრკ მეცნიერებათა აკადემიის გეოლოგიის ინსტიტუტში (1956 წლიდან დირექტორი).

ნიკოლოზ შატსკის შრომები ძირითადად ეხება ტექტონიკის და სტრატიგრაფიის საკითხებს. დაამუშავა ტექტონიკური კვლევის რამდენიმე ახალი მეთოდი. ფართოდ გამოიკვლია აღმოსავლეთ-ევროპის, ციმბირისა და ჩრდილოეთ-ამერიკის ბაქნების რიგი საკითხები. გამოყო ბაიკალური დანაოჭება. პირველმა ჩამოაყალიბა მემკვიდრეობითობის პრინციპი გეოლოგიაში. დიდი წვლილი შეიტანა გეოლოგიური ფორმაციების შესახებ მოძღვრების განვითარებაში.

1960 წელს შემოიღო ტერმინი ავლაკოგენი, რომელიც დღეს საერთაშორისო ტერმინად იქცა. შატსკის ხელმძღვანელობით პირველად იქნა შედგენილი სსრკ-ისა და ევრაზიის ტექტონიკური რუკები. ასევე მისი ხელმძღვანელობით შექმნილმა ტექტონიკურმა სკოლამ მსოფლიო აღიარება მოიპოვა.

სსრკ სახელმწიფო პრემია (1946), ლენინური პრემია (1958). დაჯილდოებულია 2 ლენინის ორდენით, შრომის წითელი დროშის ორდენით, მედლებით.

თხზულება[რედაქტირება]

  • Избр. труды, т. 1‒4, М., 1963‒65.

ლიტერატურა[რედაქტირება]