ანდრია არხანგელსკი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ არხანგელსკი (მრავალმნიშვნელოვანი).

ანდრია არხანგელსკი

დაბადების თარიღი 26 ნოემბერი/8 დეკემბერი, 1879
დაბადების ადგილი რიაზანი
მოღვაწეობა რუსი გეოლოგი, აკადემიკოსი
გარდაცვალების თარიღი 16 ივნისი, 1940
გარდაცვალების ადგილი მოსკოვი

ანდრია დიმიტრის ძე არხანგელსკი (რუს. Архангельский, Андрей Дмитриевич; დ. 26 ნოემბერი/ 8 დეკემბერი, 1879, რიაზანი ― გ. 16 ივნისი, 1940, მოსკოვი) — რუსი გეოლოგი, სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1929; წევრ-კორესპონდენტი 1925). მოსკოვის უნივერსიტეტისა (1920-1932 წწ.) და სამთო აკადემიის პროფესორი (1924-1932 წწ.).

ბიოგრაფია[რედაქტირება]

1919-1924 წლებში აკადემიკოს ივანე გუბკინთან ერთად ხელმძღვანელობდა კურსკის მაგნიტური ანომალიის შესწავლად. 1934 - 1940 წლებში იყო ყოფილი სსრკ მეცნიერებათა აკადემიის გეოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი. მისი ნაშრომები მიძღვნილია რეგიონალური გეოლოგიის, სტრატიგრაფიის, ტექტონიკის, დანალექი ქანების პეტროგრაფიის, პალეოგეოგრაფიის სხვადასხვა საკითხებისადმი. განსაკუთრებით ცნობილია შრომები, რომლებიც მიეძღვნა სსრკ-ის გეოლოგიურ აგებულებას და გეოლოგიის ისტორიის საკითხებს.

დიდი მნიშვნელობა ჰქონდა არხანგელსკის შრომებს დედამიწის ქერქისა და მისი მთავარი სტრუქტურული ელემენტების განვითარების ზოგადი კანონზომიერების დადგენის დარგში. სსრ კავშირის ტერიტორიის ვრცელი გეოლოგიური მასალის შესწავლის შედეგად არხანგელსკიმ დაამტკიცა, რომ გეოსინკლინური არეები და ბაქნები დროთა განმავლობაში განიცდის ცვლილებას.

მეცნიერული და პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს არხანგელსკის შრომებს დანალექ ქანთა და დანალექი სასარგებლო წიაღისეულის წარმოქმბის პირობათა გასარკვევად. ფართოდაა ცნობილი სსრკ-ის ტექტონიკის საკითხებისადმი მიძღვნილი შრომები. არხანგელსკიმ პირველმა დანერგა გეოფიზიკური მეთოდების (განსაკუთრებით გრავიმეტრიის) მონაცემების გამოყენების გზები რეგიონალურ გეოტაქტონიკურ კვლევაში და სასარგებლო წიაღისეულის ძებნა-ძიების საქმეში. შავიზღვისპირეთის ნავთობიანი პროვინციების გამოკვლევისათვის მიენიჭა ლენინის სახელობის პრემია (1928).

ლიტერატურა[რედაქტირება]