სსრკ-ის სახელმწიფო პრემია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სსრკ-ის სახელმწიფო პრემია
State Prize Soviet Union.JPG
ქვეყანა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
პირველად გადაეცა 1966
ბოლოს გადაეცა 1991

სსრკ-ის სახელმწიფო პრემია (რუს. Государственная премия СССР) — ყოველწლიური სახელმწიფო პრემია, რომელიც დაწესებული იყო სკკპ ცკ-ისა და სსრკ მინისტრთა საბჭოს მიერ 1966 წელს. პრემია გაიცემოდა 1967-1991 წლებში ოქტომბრის რევოლუციის წლისთავზე. სსრკ სახელმწიფო პრემია წარმოადგენს სტალინური პრემიის მემკვიდრეს, რომელიც თავის მხრივ, გაიცემოდა 1941-1954 წლებში. სსრკ სახელმწიფო პრემია მნიშვნელობითა და ფულადი ჯილდოს ოდენობით მეორე ადგილზე იმყოფებოდა ლენინური პრემიის შემდეგ (უკანასკნელი გაიცემოდა 1925-1935 და 1957-1991 წლებში). სსრკ სახელმწიფო პრემია ენიჭებოდათ მეცნიერებისა და ტექნიკის, ლიტერატურისა და ხელოვნების დარგში შეტანილი განსაკუთერბული წვლილისთვის.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]