ნამდვილი ანტილოპები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნამდვილი ანტილოპები
Hirschziegenantilope2.JPG
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ლათინური სახელი
Antilopinae

ნამდვილი ანტილოპები (Antilopinae), საშუალო ზომის ცხოველები. ვაცის რკალივით მოხრილ რქებზე მრავალი რგოლოვანი ბორცვია; ნეზვს რაები უფრო მოკლე აქვს, ან სრულიად ურქოა. ნამდვილი ანტილოპები გავრცელებული არიან აფრიკისა და აზიის ნახევრად უდაბნოებსა და უდაბნოებში, ევროპაში. მათგან ქურციკი გვხვდება წინა, შუა და ცენტრალურ აზიაში. საქართველოში შირაქის, ელდარის, სამგორის, გარდაბნის ველებზე ბინადრობდა და თბილისისამდეც არწევდა, ამჟამად კი გადაშენებულია. ძერენი იცის სამხრეთ-აღმოსავლეთ ალთაიში, სამხრეთ-აღმოსავლეთ იმიერბაიკალეთში და მონღოლეთში. აფრიკის ტრამალების ხტუნია ანტილოპები, რომელთა ვაცს პატარა და სწორი რქები აქვს, მოძრაობისას მხოლოდ ჩლიქის წვერებს ეყრდობიან.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • სტატია „ანტილოპები“ ქსე, ტ. 1, გვ. 488, თბ., 1975