ჟირაფისებრი ანტილოპა
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ჟირაფისებრი ანტილოპა | ||||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
|
||||||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||||||
| Litocranius walleri | ||||||||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||||||||
|
|
ჟირაფისებრი ანტილოპა (Litocranius walleri), წყვილჩლიქოსანი ძუძუმწოვარი ნამდვილი ანტილოპების ქვეოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 150 სმ, მასა 43-50 კგ აღწევს. მამლის რქები ქნარისებურადაა მოხრილი. გავრცელებულია აღმოსავლეთ აფრიკაში. ბინადრობს უდაბნოში. იკვებება ფოთლებით. გვხვდება წყვილებად ან იშვიათად ქმნის მცირე ჯგუფს (6-7 დედალი და 1 მამალი). აქტიურია დილით და საღამოთი. მაკეობა 7 თვე გრძელდება. შობს 1, იშვიათად 2 ნაშიერს. სანადირო ობიექტია.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქსე, ტ. 8, გვ. 252, თბ., 1984
სტატიის