გარნა
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| გარნა | ||||
|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||
|
||||
| ლათინური სახელი | ||||
| Antilope cervicapra | ||||
| დაცვის სტატუსი | ||||
გარნა (Antilope cervicapra) — წყვილჩლიქოსანი ძუძუმწოვარი ცხოველი ნამდვილი ანტილოპების ქვეოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 120-130 სმ-ია, სიმაღლე მინდაოში 80 სმ. ვაცს საკმაოდ გრძელი (70 სმ-მდე) და დაგრეხილი რქები აქვს. გავრცელებულია ინდოეთში. პოლიგამიური ცხოველია. მაკეობა ექვს თვემდე გრძელდება. ნეზვი შობს ერთ ხბოს. გარნაზე ნადირობა ინდოეთში სპორტის გავრცელებული სახეობაა. იყენებენ მის ხორცსა და რქებს.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქსე, ტ. 3, გვ. 7, თბ., 1978