ორიბი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ორიბი

დედალი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ძუძუმწოვრები
რიგი:  წყვილჩლიქოსნები
ოჯახი:  ძროხისებრნი
გვარი:  ორიბი
სახეობა:  ორიბი
ლათინური სახელი
Ourebia ourebi (Zimmermann, 1783)
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 15730
გავრცელება

ორიბი (ლათ. Ourebia ourebi) — ჯუჯა ანტილოპა ძროხისებრთა ოჯახისა. მოხდენილი ცხოველია მაღალ წვრილ ფეხებზე. სხეულის სიგრძეა დაახლოებით 1 , სიმაღლე მინდაოში 70 სმ-მდე, მასა 14–21 კგ. თავი წაგრძელებულია, ყურები დიდი. მამლებს სწორი რქები აქვთ, სიგრძით 8–12 სმ; დედალი ურქოა. ბეწვი აბრეშუმოვანია. კუდი მოკლე და ფაფუკია. სხეულის ზედა ნაწილი და გვერდები ქვიშისფერ-წითელია, კინკრიხოზე მუქი ლაქა აქვს, ყურის შიდა ნაწილი მოტიტვლებულია; სხეულის ქვედა მხარე თეთრია; კუდი შავი. გავრცელებულია აფრიკაში, საჰარის სამხრეთით. ბინადრობს სტეპებსა და სავანებში. იმალება მაღალ ბალახში. დევნის დროს ასკეთებს მაღალ ნახტომებს. ცხოვრობს მარტო ან მცირე ჯგუფებად. იკვებება ბალახითა და ფოთლებით. მრავლდება მთელი წლის განმავლობაში. ნადირობის ობიექტია, იყენებენ მის ხორცს. შედარებით მრავალრიცხოვანია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Жизнь животных, т. 6, М., 1971.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]