ელდათის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ელდათის წმინდა გიორგის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
მუნიციპალიტეტი ტყიბულის მუნიციპალიტეტი
ადგილმდებარეობა მუხურა
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული ტიპი დარბაზული ეკლესია
თარიღდება X-XV საუკუნეები
დეტალები
სიგრძე 9,7
სიგანე 5,6
მასალა რუხი და მუქი წითელი ფერის ქვა

ელდათის წმინდა გიორგის ეკლესიაარქიტექტურული ძეგლი ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურაში. აგებულია X-XV საუკუნეებში.

დანგრეული ეკლესია (9,7×5,6 მ) დარბაზული ნაგებობების ტიპს განეკუთვნება. საამშენებლო მასალად გამოყენებულია კარგად დამუშავებული რუხი და მუქი წითელი ფერის ქვაა. კედლები შემორჩენილია 1 მ-ის სიმაღლეზე. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდაა, რომლის ცენტრალური და სამხრეთ ნაწილები უკეთ ჩანს, დანარჩენი მიწითაა დაფარული. ეკლესიის გეგმა ცუდად იკითხება, ჩანს რომ ის დარბაზული ეკლესიაა, მაგრამ საფუძვლიანი გაწმენდის გარეშე შეუძლებელია დადგენა აქვს თუ არა მას მინაშენები. იკითხება ორი შესასვლელი სამხრეთიდან და დასავლეთიდან. ჩრდილოეთით პილასტრის ფრაგმენტია. ინტერიერი მთლიანად დაფარულია მიწით, კედლების ნანგრევებით და დიდტანიანი ხეებით. ნანგრევებში ტუფთან ერთად შირიმის კვადრებიც განირჩევა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 26737