მიხეილ ვაშაკიძე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვაშაკიძე.

მიხეილ ვაშაკიძე

დაბადების თარიღი 15 აგვისტო/28 აგვისტო 1909
დაბადების ადგილი დიდი ჯიხაიში
გარდაცვალების თარიღი 27 ნოემბერი 1956
გარდაცვალების ადგილი აბასთუმანი
სამეცნიერო სფერო ასტრონომია

მიხეილ ალექსანდრეს ძე ვაშაკიძე (დ. 15 აგვისტო/28 აგვისტო 1909, დიდი ჯიხაიში — გ. 27 ნოემბერი 1956, აბასთუმანი) — ქართველი ასტროფიზიკოსი. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1951), პროფესორი (1954). 1936-1956 წწ. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში. წამოაყენა ვარსკვლავთა სივრცული განაწილების შესწავლის ახალი მოხერხებული მეთოდი, რომელიც ცნობილია ვაშაკიძე-ოორტის მეთოდის სახელწოდებით. შეადგინა გარეგალაქტიკური ნისლეულებისა და გრძელპერიოდიანი ცეფეიდების ფერის მაჩვენებელთა კატალოგი, რის საფუძველზეც გამოიკვლია სინათლის ვარსკვლავთშორისი შთანთქმა. შეისწავლა მზის გვირგვინისა და ნისლეულების გამოსხივების პოლარიზაცია, აღმოაჩინა კიბორჩხალსახის ნისლეულის გამოსხივების ძლიერი არასითბური ბუნება.

დაჯილდოებულია „საპატიო ნიშნის“ ორდენითა და მედლებით. მისი სახელი მიაკუთვნეს მთვარის ჩრდილოეთ ნახევარსფეროს უკანა მხარის ერთ-ერთ კრატერს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]