ლუნა-9

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლუნა-9 (რუს. Луна-9) — საბჭოთა ავტომატური პლანეტათშორისი სადგური, რომლის დანიშნულება მთვარისა და კოსმოსური სივრცის გამოკვლევა იყო.

ლუნა-9 მთვარისკენ ფრენის ტრაექტორიაზე 1966 წლის 31 იანვარს რაკეტამატარებელმა „მოლნია“ გაიყვანა. 1966 წლის 3 თებერვალს სადგურმა პირველად ისტორიაში შეასრულა მსუბუქი დაჯდომა მთვარის ზედაპირზე ქარიშხლის ოკეანეზე, კრატერების რეინერი და მარიამის დასავლეთით. სადგურთან განხორციელდა კავშირის 7 სეანსი, რომლის საერთო ხანგრძლივობამ 8 საათი შეადგინა. ამ სეანსების განმავლობაში სადგური დედამიწას გადასცემდა მთვარის ზედაპირის სურათებს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]