შინაარსზე გადასვლა

მარსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან მარსი (პლანეტა))
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მარსი (მრავალმნიშვნელოვანი).
მარსი

ორბიტალური მახასიათებლები
აფელიუმი 2,49232×108 კმ[1]
1,666 ა. ე.[1]
პერიჰელიუმი 2,06655×108 კმ[1]
1,381 ა. ე.[1]
დიდი ნახევარღერძი (a) 2,2794382×108 კმ[1]
1,523662 ა. ე.[1]
1,524 დედამიწისეული[1]
ორბიტის ექსცენტრისიტეტი (e) 0,0933941[1]
გარშემოვლის სიდერული პერიოდი 686,98 დღე
1,8808476 წელი[1]
გარშემოვლის სინოდური პერიოდი 779,94 დღე
ორბიტალური სიჩქარე (v) 24,13 კმ/წმ (საშ.)
24,077 კმ/წმ[1]
დახრილობა (i) 1,85061° (ეკლიპტიკის სიბრტყის მიმართ)
5,65° (მზის ეკვატორის მიმართ)
ამომავალი კვანძის
გრძედი
 ()
49,57854°
პერიცენტრის არგუმენტი () 286,46230°
თანამგზავრები 2 (ფობოსი და დეიმოსი)
ფიზიკური მახასიათებლები
შეზნექვა 0,00589
ეკვატორული რადიუსი 3396,2 კმ[2][3]
პოლარული რადიუსი 3376,2 კმ[2][3]
საშუალო რადიუსი 3,3895×103 კმ[1]
0,5320 დედამიწისეული
ზედაპირის ფართობი (S) 144 798 465 კმ² 144 371 391 კმ² (0,283 დედამიწისეული)[1]
მოცულობა (V) 1,63116×1011 კმ³[1]
0,151 დედამიწისეული
მასა (m) 0,64185×1024 კგ[1]
0,107 დედამიწისეული
საშუალო სიმკვრივე () 3933 კგ/მ³ [1]
0,714 დედამიწისეული
1 წყალი
თავისუფალი ვარდნის აჩქარება ეკვატორზე (g) 3,711 მ/წმ²
0,378 g[1]
მეორე კოსმოსური სიჩქარე () 5,03 კმ/წმ
0,45 დედამიწისეული[1]
ბრუნვის ეკვატორული სიჩქარე 868,22 კმ/სთ
ბრუნვის პერიოდი (T) 24 სთ 39 წთ და 36 წმ[1] 24.6229 სთ ბრუნვის სიდერული პერიოდი, 24.6597 სთ — დღის ხანგრძლივობა
ღერძის დახრილობა 24,94°
ჩრდილოეთი პოლუსის პირდაპირი ასვლა () 317,681
ჩრდილოეთი პოლუსის გადახრა () 52,887
ალბედო 0,250 (ბონდი)
0,150 (გეომ. ალბედო) 0,170
ტემპერატურა
 
მინ. საშ. მაქს.
მთელ პლანეტაზე
186 °К;
−87 °C[1]
210 °K
(-63 °C)
268 °К;
−5 °C[1]
ატმოსფერო
ატმოსფერული წნევა 0,4-0,87 კპ (4×10-3-8,7×10-3 ატმ)
შემადგენლობა:

95,32 % ნახშირორჟანგი

2,7 % აზოტი
1,6 % არგონი
0,13 % ჟანგბადი
0,08 % ნახშირბადის მონოქსიდი
0,021 % წყლის ორთქლი

0,01 % აზოტის ოქსიდი

მარსი (ძვ. ქართული სახელწოდება მარიხი[4]) — მეოთხე პლანეტა სიშორითა და მერკურის შემდეგ, ზომით ყველაზე მცირე პლანეტა მზის სისტემაში. მას რომაული ომის ღმერთის მარსის სახელი ჰქვია (არესი ბერძნულ მითოლოგიაში). მარსს მეტსახელად „წითელ პლანეტასაც“ უწოდებენ, მისი ზედაპირის მოწითალო შეფერილობის გამო, რაც მაგემიტის (რკინის ოქსიდის) დიდი რაოდენობითაა გამოწვეული.

მარსი დედამიწის ჯგუფის პლანეტებს მიეკუთვნება, მისი ატმოსფერო გაიშვიათებულია (დედამიწასთან შედარებით წნევა მარსის ზედაპირზე 160-ჯერ მცირეა). პლანეტის რელიეფის თავისებურებას წარმოადგენს: მთვარის მსგავსი კრატერები (ისინი მეტეორიტებთან შეჯახებითაა გამოწვეული), ვულკანები, უდაბნოები, ხეობები და დედამიწის მსგავსი პოლარული ყინულის ქუდები.

მარსს ორი ბუნებრივი თანამგზავრი გააჩნია - ფობოსი და დეიმოსი (ბერძნულიდან, „შიში“ და „საშინელება“, არესის შვილების სახელებია, რომლებიც ომის დროს მუდამ მის გვერდით იმყოფებიან). ორივე თანამგზავრი მცირე ზომისაა (ფობოსი - 26,8×22,4×18,4 კმ, ხოლო დეიმოსი - 15×12,2×10,4 კმ) და უსწორმასწორო ზედაპირი გააჩნია.

პრეფიქსი არეო- მიუთითებს მარსზე ისევე როგორც გეო- მიუთითებს დედამიწაზე, მაგალითად, არეოლოგია/გეოლოგია. არეოლოგია ასევე მიუთითებს მარსის ერთიანად და არა მხოლოდ პლანეტის გეოლოგიური პროცესების შესწავლაზე.

მარსის ასტრონომიული სიმბოლოა ♂, რომელიც ანტიკური ღმერთი მარსის შუბისა და ფარის სიმბოლოა.

ჩინურ, კორეულ, იაპონურ და ვიეტნამურ კულტურებში პლანეტას მოიხსენიებენ როგორც ცეცხლოვან ვარსკვლავს (火星), ძველი ჩინური ხუთი ელემენტის მითოლოგიურ ციკლზე დაყრდნობით.

პლანეტაზე თვეების განმავლობაში ქარიშხლები მძვინვარებს. პლანეტის ფერი მოწითალო, სისხლისფერია. ეს ფერი ძველ ბერძენთა და რომაელთა წარმოდგენაში ომთან და სისხლის ღვრასთან ასოცირდებოდა. სწორედ ამიტომ, ბერძნები და რომაელები ამ პლანეტას ომის ღმერთთან აიგივებდნენ.

1960-იანი წლებიდან ავტომატური კოსმოსური აპარატების მეშვეობით მარსის შესწავლას ცდილობდნენ: ამერიკის შეერთებული შტატები (პროგრამები: „მარინერი“, „ვიკინგი“, „Mars Global Surveyor“ და სხვა), საბჭოთა კავშირი (პროგრამები: „მარსი“ და „ფობოსი“), ევროპის კოსმოსური სააგენტო (პროგრამა, „მარს-ექსპრესი“) და ინდოეთი (პროგრამა, „მანგალიანი“). მარსზე დაშვების პირველი წარმატებული მისია, 1965 წელს მარინერ 4-მა განახორციელა, რომელიც დედამიწიდან 1964 წელს გაუშვეს. დღეისთვის მარსი დედამიწის შემდეგ, ყველაზე დაწვრილებით შესწავლილი პლანეტაა.

პლანეტაზე არის წარმონაქმნები, რომლებიც მდინარის ამომშრალ კალაპოტს გვაგონებენ. ამ კალაპოტებში წყალი არ არის. პლანეტის ზედაპირზე უამრავი ჩამქრალი ვულკანის კერა და მეტეორიტული კრატერებიც შეინიშნება.

მარსის ბრუნვის პერიოდი, სეზონური ციკლები და დახრილობა, რომელიც სეზონებს განსაზღვრავს ძალიან ჰგავს დედამიწისას. მარსზე გვხვდება ისეთ საოცრება, როგორიცაა ოლიმპოს მთა, ყველზე დიდი ვულკანი და სიმაღლით მეორე მთა (28 000 მეტრი) მზის სისტემაში. ასევე ვხვდებით მარინერის ხეობებს, რომელიც მზის სისტემაში უდიდეს კანიონს წარმოადგენს. დღე ღამის ხანგრძლივობა „წითელ პლანეტაზე“ თითქმის ისეთივეა, როგორც დედამიწაზე - 24 საათი და 39 წუთი.

მანძილი მარსსა და დედამიწას შორის მნიშვნელოვნად ცვალებადია, რაც დამოკიდებულია მზის გარშემო ამ ორი პლანეტის ორბიტაზე. თეორიულად, მარსი და დედამიწა ერთმანეთს მაქსიმალურად მაშინ უნდა მიუახლოვდნენ, როცა მარსი მზესთან ყველაზე ახლო წერტილში იქნება (პერიჰელიონი) დედამიწა კი ყველაზე შორეულ წერტილში (აფელიონი). შედეგად, ორ პლანეტას შორის მანძილი 54,6 მილიონი კილომეტრი უნდა იყოს. თუმცა, როგორც NASA აღნიშნავს, კაცობრიობის მიერ აღრიცხულ ისტორიაში ასეთი რამ ჯერ არ მომხდარა.

აღრიცხულთა შორის ყველაზე ახლო მანძილი მარსსა და დედამიწას შორის, 2003 წლის 27 აგვისტოს დაფიქსირდა — 56 მილიონი კილომეტრი. ასეთ მანძილზე ისინი ერთმანეთს 2237 წლამდე აღარ მიუახლოვდებიან.[5]

მარსსა და დედამიწას შორის დაშორება ყველაზე დიდი მაშინ არის, როცა ორივე პლანეტა აფელიონშია და მზის სხვადასხვა მხარეს. ამ დროს, მათ შორის მანძილი შეიძლება 401 მილიონი კილომეტრიც იყოს.[6] ორ პლანეტას შორის საშუალო მანძილი კი 225 მილიონი კილომეტრია.

ზამთარში მარსის პოლუსებზე ტემპერატურა -130 °C-მდე ეცემა, ხოლო ზაფხულში, ეკვატორზე, 0 °C-დან 30 °C-მდე მერყეობს.

დღეისთვის აქტიურად მიმდინარეობს კვლევები, რომლებიც წარსულში მარსის სიცოცხლისთვის ვარგისობას შეისწავლიან, და ამავდროულად აფასებენ სიცოცხლის არსებობის შესაძლებლობას. სამომავლოდ დაგეგმილია ასტრობიოლოგიური მისიები. მცირე ატმოსფერული წნევის გამო მარსის ზედაპირზე შეუძლებელია წყლის თხევად მდგომარეობაში არსებობა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 1.10 1.11 1.12 1.13 1.14 1.15 1.16 1.17 1.18 1.19 Mars: Facts & Figures. NASA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2003-01-27. ციტირების თარიღი: 2007-03-06.
  2. 2.0 2.1 Seidelmann, P. Kenneth; Archinal, B. A.; A’hearn, M. F.; et al. (2007). „Report of the IAU/IAGWorking Group on cartographic coordinates and rotational elements: 2006“. Celestial Mechanics and Dynamical Astronomy. 90: 155–180. doi:10.1007/s10569-007-9072-y. ISSN 0923-2958. ციტირების თარიღი: 2007-08-28. et al.-ის დაწვრილებითი გამოყენება |author2=-ში (დახმარება)CS1-ის მხარდაჭერა: მრავალი სახელი: ავტორების სია (link)
  3. 3.0 3.1 პლანეტის ზედაპირთან ყველაზე მიახლოებული მოდელის ელიპსოიდის თანახმად
  4. ვეფხისტყაოსანის ვარსკვლავთმეტყველება / ვ. ნოზაძე. — სანტიაგო დე ჩილე: ავთანდილ მერაბაშვილი, 1957. — 262 გვ.
  5. How far away is the Red Planet? space.com
  6. Mars earth closest approach New York Times]