ჟუანა პორტუგალიელი (1635-1653)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჟუანა პორტუგალიელი
წოდებები
პორტუგალიის ინფანტა
ბეირას პრინცესა
დაიბადა 18 სექტემბერი, 1635
გარდაიცვალა 17 ნოემბერი, 1653, (18 წლის)
საგვარეულო ბრაგანსები
მამა ჟუან IV, პორტუგალიის მეფე
დედა ლუიზა დე გუსმანი
რელიგია კათოლიციზმი

ჟუანა პორტუგალიელი (პორტ. Joana de Portugal; დ. 18 სექტემბერი, 1635 — გ. 17 ნოემბერი, 1653) — ბრაგანსის დინასტიის წარმომადგენელი. პორტუგალიის მეფე ჟუან IV-ისა და დედოფალ ლუიზა დე გუსმანის უფროსი ქალიშვილი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჟუანა დაიბადა 1635 წლის 18 სექტემბერს ვილა-ვიკოზას სამეფო სასახლეში. იგი იყო ბრაგანსის ჰერცოგ ჟუან II-ისა და მისი ცოლის, ლუიზა დე გუსმანის მეორე შვილი და პირველი ქალიშვილი. მისმა მშობლებმა მის შემდეგ კიდევ ერთი გოგონა გააჩინეს, ინგლისის მომავალი დედოფალი კატარინა ბრაგანსა და ასევე კიდევ ორი ვაჟი, პორტუგალიის მომავალი მეფეები: აფონსუ VI და პედრუ II. 1640 წელს, მამამისი პორტუგალიის მეფე გახდა ჟუან IV-ის სახელით, რითაც ჟუანა პორტუგალიის ინფანტა გახდა.

1645 წელს მას მიენიჭა დამატებითი, ბეირას პრინცესის წოდება. 1653 წლის 17 ნოემბერს, ყველასათვის მოულოდნელად პრინცესა ჟუანა 18 წლის ასაკში გარდაიცვალა. მან ვერ მოასწრო გათხოვება და არც შვილები დარჩენია. იგი დაკრძალეს ბრაგანსის დინასტიის სამეფო პანთეონში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]