სან-ხოსე-დე-ლას-ლახასი
|
მუნიციპალიტეტი
სან-ხოსე-დე-ლას-ლახასი
San José de las Lajas
|
სან-ხოსე-დე-ლას-ლახასი (ესპ. San José de las Lajas) — ქალაქი და მუნიციპალიტეტი კუბაში, ახლადჩამოყალიბებული მაიაბეკეს პროვინციის დედაქალაქი. ეს უკანასკნელი 2011 წლიდან გამოეყო ლა-ჰაბანის პროვინციას. მდებარეობს პროვინციის ცენტრალურ-ჩრდილოეთ ნაწილში, კვეთს კარეტერა-სენტრალის ავტომაგისტრალი. დაარსდა 1778 წელს.
ქალაქში მდებარეობს ჰავანის აგრარული უნივერსიტეტი, ისევე როგორც საქვეყნო მნიშვნელობის აგრარული მეცნიერებების სხვა მრავალი სამეცნიერო დაწესებულება.
სექციების სია |
დემოგრაფია [რედაქტირება]
2004 წელს, მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 69 375 ადამიანს შეადგენდა. საკუთრივ ქალაქში 37 000 ადამიანი სახლობს. [1] 591 კმ² ფართობზე მოსახლეობის სიმჭიდროვე იყო 117,4 ადამიანი კმ²-ზე.[2]
ეკონომიკა [რედაქტირება]
სან-ხოსე-დე-ლას-ლახასი პროვინციის ეკონომიკის მთავარი კვანძია, მნიშვნელოვანი ინდუსტრიებით (მეტალურგია, მექანიკა, ელექტრონიკა, სამშენებლო მასალები, ქიმიკატები, სპირტიანი სასმელები) და კარგად განვითარებული სასოფლო-სამეურნეო სექტორით.
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ Atenas.cu (2004). 2004 Population trends, by Province and Municipality. დაარქივებულია ორიგინალიდან 2007-09-27-ში. წაკითხვის თარიღი: 2007-10-06. (ესპანური)
- ↑ Statoids (July 2003). Municipios of Cuba. წაკითხვის თარიღი: 2007-10-06.
|
|||||||