ტუგენდჰატის ვილა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტუგენდჰატის ვილა ქალაქ ბრნოში*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

Vila Tugendhat.jpg
ქვეყანა ჩეხეთის დროშა ჩეხეთი
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები ii, iv
სია იუნესკოს სია
რეგიონი** ევროპა
კოორდინატები 49°12′26″ ჩ. გ. 16°36′57″ ა. გ. / 49.20722° ჩ. გ. 16.61583° ა. გ. / 49.20722; 16.61583
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2001  (25-ე სესია)
ნომერი 1052
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1052
რუს.ინგლ.ფრ.

ტუგენდჰატის ვილა — XX საუკუნის ნაგებობა ჩეხეთის ქალაქ ბრნოში. დაპროექტებულია გერმანელი არქიტექტორის — ლუდვიგ მის ვან დერ როეს მიერ და მიიჩნევა ნამდვილ შედევრად. მშენებლობა მიმდინარეობდა 1928-1930 წლებში, დამკვეთები იყვნენ ფირც ტუგენდჰატი და მისი ცოლი გრეტა. ვილა სულ მალე გახდა თანამედროვე არქიტექტურის სახე.

ნაგებობა ფუნქციონალიზმის პარადიგმატულ მაგალითს წარმოადგენს. მშენებლობაში მაისმა რევოლუციური რკინის კარკასი გამოიყენა, რომელიც ანაწილებდა საყრდენ კედლებზე დაწოლას, ამავე დროს, ინტერიერს სივრცისა და სინათლის შეგრძნებას აძლევდა. მანვე დააპროექტა ვილის ავეჯი. ვილაში არაა არც მხატვრობა და არც დეკორირების რაიმე ნიმუში, მიუხედავად ამისა, ინტერიერი მკაცრი არაა, რაც მიღწეულია ისეთი ბუნებრივი ან ბუნებრივის მსგავსი კომპონენტების გამოყენებით, როგორებიცაა ონიქსის კედლები და უიშვიათესი ტროპიკული ხე-მასალა. ონიქსის კედლები გამჭვირვალეა და გამომეტყველებას იცვლის მზის ჩასვლისას. არქიტექტორი ასევე გაუძღვა ვილადან თვალწარმტაცი ხედის შექმნას, რომელიც ინტერიერის ინტეგრალურ ნაწილს წარმოადგენს.

ვილის ფასი საკმაოდ მაღალი იყო, რაც გამოწვეულია მისი უჩვეულო კონსტრუირების მეთოდითა და მდიდრული კომპონენტებით, გათბობის თანამედროვე ტექნოლოგიებით, ვენტილაციით და ა. შ. ამავე დროს, ის საკმაოდ დიდია საოჯახო სახლის პირობებზე.

ფრიც და გრეტა ტუგენდჰატები ებრაელები იყვნენ. მათ ჩეხოსლოვაკია 1938 წელს დატოვეს, ცოტათი უფრო ადრე, სანამ ქვეყანა მიუნხენის შეთანხმებით ნაწილებად დაიშლებოდა. ისინი აღარასდროს დაბრუნებულან. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში სახლი სხვადასხვა პრაქტიკული მიზნებისთვის გამოიყენებოდა. 1992 წელს, ჩეხოსლოვაკიის ლიდერებმა სწორედ ამ შენობაში გააფორმეს დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო დღეს არსებულ ნაწილებად - ჩეხეთის რესპუბლიკად და სლოვაკეთად გაიყო. 1994 წლიდან, ვილა საზოგადოებისთვის ღიაა, როგორც მუზეუმი.

2001 წელს, ტუგენდჰატის ვილა იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: