წმინდა იოანე ნეპომუკელის ეკლესია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წმინდა იოანე ნეპომუკელის ეკლესია*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

Zelená hora - poutní kostel.jpg
ქვეყანა ჩეხეთის დროშა ჩეხეთი
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები iv
სია იუნესკოს სია
რეგიონი** ევროპა
კოორდინატები 49°34′48″ ჩ. გ. 15°56′31″ ა. გ. / 49.58000° ჩ. გ. 15.94194° ა. გ. / 49.58000; 15.94194
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1994  (მე-18 სესია)
ნომერი 690
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 690
რუს.ინგლ.ფრ.

წმინდა იოანე ნეპომუკელის პილიგრიმული ეკლესია — სალოცავი ჩეხეთის ქალაქ ჟდარ-ნად-საზავოუში, ბოჰემიისა და მორავიის საზღვრის სიახლოვეს. წარმოადგენს მოხეტიალე ბოჰემიელი არქიტექტორის იან სანტინის უკანასკნელ შედევრს. სანტინი ბორომინისეულ ბაროკოსა და გოტიკურ ელემენტებს ერთმანეთის კომბინაციაში აკეთებდა, როგორც კონსტრუქციაში, ისე დეკორირებაში.

1719 წელს, როდესაც რომანულ-კათოლიკურმა ეკლესიამ წმინდა იოანე ნაპომუკელის ენა უხრწნელად გამოაცხადა, მომავალი წმინდანის ადრეული აღზრდის ადგილას ეკლესიის მშენებლობა დაიწყო. 1720 წელს წმინდა იოანე წმინდანად შერაცხეს და ეკლესია სწორედ მის სახელზე აიგო. მშენებლობამ 1727 წლამდე გასტანა. ნახევარი საუკუნის შემდეგ, სერიოზულმა ხანძარმა ეკლესია მნიშვნელოვნად დააზიანა, რის გამოც შეიცვალა სახურავი.

ეკლესია გამოირჩევა თავად სანტინის მიერ დახაზული ავეჯის სიმრავლით, რომლებიც კომპლექსური სომბოლიზმით გამოირჩევიან, რაც ასე უჩვეული იყო იმ დროისათვის. 1994 წელს, ეკლესია იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: