ლეჩე

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
ლეჩე
Lecce
პიაცა-დელ-დუომო
პიაცა-დელ-დუომო
ქვეყანა იტალია
რეგიონი აპულია
კოორდ. 40°21′00″ ჩ. გ. 18°10′00″ ა. გ. / 
ფართობი 398 კმ²
ცენტრის სიმაღლე 49
მოსახლეობა 95 764 კაცი (2011)
სიმჭიდროვე 240,6 კაცი/კმ²
დროის სარტყელი UTC+1,ზაფხულშიUTC+2
საფოსტო ინდექსი 73100
ოფიციალური საიტი ბმული

ლეჩე მდებარეობა იტალია

Red pog.svg

ლეჩე (იტალ. Lecce) — ისტორიული ქალაქი სამხრეთ იტალიაში, აპულიის რეგიონში, ლეჩეს პროვინციის დედაქალაქი. 2011 წლის მონაცემებით მისი მოსახლეობა 95 764 ადამიანს შეადგენს. იგი სალენტინის ნახევარკუნძულის მთავარი ქალაქია და მისი ასაკი 2 000 წელს მოითვლის.

ქალაქში ბაროკოს სტილის არქიტექტურის სიმდიდრით გამოირჩევა, რის გამოც მას ზედმეტსახელად „სამხრეთის ფლორენციასაც“ უწოდებენ.[1] მას ასევე ხანგრძლივი ტრადიციული მონათესაობა აქვს ბერძნულ კულტურასტან, რაც სათავეს მისი დაარსებიდან იღებს. ქალაქის დამაარსებელი მესაპები, როგორც ბერძნული ჩანაწერები იუწყება, აცხადებდნენ, რომ ისინი კრეტიდან იყვნენ.[2] ნახევარკუნძულის ერთ-ერთ არელალშო, გრესია-სალენტინოში, რომელიც დასახლებების ჯგუფს მოიცავს და ლეჩეს შორიახლოს მდებარეობს, დღემდე ლაპარაკობენ გრიკოზებერძნული ენის ერთ-ერთ ფორმაზე.

ქალაქის მთავარი საექსპორტო საქონელია „ლეჩეს ქვა“, რომელიც საკმაოდ რბილი და ჭედადია, შესაბამისად სკულპტურებისთვის გამოსადეგი. იგი კირქვის ერთ-ერთი ნაირსახეობაა.[3] ამავე დროს, ლეჩე მნიშვნელოვანი სასოფლო-სამეურნეო ცენტრია, ლიდერობს ზეთისხილი და მევენახეობა. გარდა ამისა, განვითარებულია კერამიკის წარმოებაც.

სექციების სია

[რედაქტირება] დაძმობილებული ქალაქები

[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება] სქოლიო

  1. http://www.lifeinitaly.com/tourism/puglia/lecce
  2. Herodotus, The Histories,7.170.1,"and made this their dwelling place, accordingly changing from Cretans to Messapians of Iapygia,"
  3. Investigation on porosity change of Lecce stone

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ლეჩე&oldid=1900998-დან“
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე