კურტ ლევინი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კურტ ლევინი

კურტ ლევინი (9 სექტემბერი, 1890 - 12 თებერვალი, 1947) — გერმანული წარმოშობის ფსიქოლოგი, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა ამერიკულ სოციალურ ფსიქოლოგიაზე.ფართო ინტერესების მქონე ფსიქოლოგის მოსაზრებებმა, მრავალ ჰიპოთეზას ჩაუყარა საფუძველი.ის კარგად იცნობდა ფიზიკას, მათემატიკას, ბიოლოგიას. დაინტერესებული იყო ზოგადმეცნიერული, მეთოდოლოგიური საკითხებით.

სექციების სია

[რედაქტირება] ბიოგრაფია

კურტ ლევინი დაიბადა 1890 წლის 9 სექტემბერს, პრუსიაში ქალაქ მოგილნოში, ებრაელთა ოჯახში. სწავლობდა მიუნჰენის, ფრაიბურგისა და ბერლინის უნივერსიტეტებში. პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე გაიწვიეს ჯარში, სადაც ოთხი წელი იმსახურა. იყო მძიმედ დაჭრილი, დაიმსახურა არაერთი საბრძოლო ჯილდო. ომის მერე გერმანიაში დაბრუნებული, აქტიურად ჩაერთო პედაგოგიურ და კვლევით საქმიანობაში, ბერლინის უნივერსიტეტში. 1933 წლის აგვისტოში, გერმანიაში ფაშისტური წყობილების დამყარების გამო იძულებული გახდა აშშ-ში გადასახლებულიყო სადაც ჯერ სტენფორდის და შემდეგ კორნელის უნივერსიტეტებში მოღვაწეობდა. 1945 წელს დააარსა და სათავეში ჩაუდგა ჯგუფური დინამიკის კვლევით ცენტრს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში.

კურტ ლევინი 1947 წლის 12 თებერვალს, 56 წლის ასაკში, აშშ-ში, გარდაიცვალა.

[რედაქტირება] ნაშრომები

  • განზრახვა, ნებელობა და მოთხოვნილება (1926),
  • პიროვნების დინამიკური თეორია (1935),
  • ტოპოლოგიური ფსიქოლოგიის პრინციპები (1936)

[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე

[რედაქტირება] გამოყენებული ლიტარატურა

  • იმედაძე ი., ფსიქოლოგიის ისტორია, თბ. 2008

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე