ველის თეორია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ველის თეორიაკურტ ლევინი აქტივობის პროცესს ორი ფაქტორით ახასიათებს: 1შიდა დაძაბულობოს სისტემა და 2 ფსიქოლოგიური გარემო. ამასთან ხაზს უსვამს, რომ ეს ორი ფაქტორი, მხოლოდ ურთიერთზემოქმედების შედეგად იწვევს ქცევას. ისინი ქცევის დეტერმინაციის პროცესში გარკვეულ ერთიანობას ქმნიან, რასაც ლევინი ფსიქოლოგიურ ველს ან ინდივიდის სასიცოცხლო სივრცეს უწოდებს.

შიდა დაძაბულობის სისტემა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყველგან, სადაც ხორციელდება ქცევა, უნდა იყოს დინამიკური, მოტივაციური ფაქტორი, რომელიც ქცევის აღმძვრელია. ადამიანის ორგანიზმში თუ ფსიქიკაში არსებული, წონასწორობის დარღვევით გამოწვეული დაძაბულობის განცდა, ყოველგვარი აქტივობის განხორციელების მიზეზია და წონასწორობის აღდგენის ტენდენიას შეიცავს. დაძაბულობის განცდა ორი სახის მოთხოვნილებაში ვლინდება: 1 ბუნებრივი მოთხოვნილება- მდგრადი, თანდაყოლილი ხასიათისაა( კვების, დეფეკაციის, სუნთქვის...) 2 ქვაზი-მოთხოვნილება- ცხოვრებისეული გადაწყვეტილებებისა და განზრახვის გავლენით იქმნება.

ფსიქოლოგიური გარემო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქცევის განხორციელებაზე, მოთხოვნილებებთან ერთად, დიდ გავლენას ახდენს გარემო, რომელშიც მოიაზრება გარემოს ობიექტები, არა ობიექტური მნიშვნელობით, არამედ იმის გათვალისწინებით, თუ რა გავლენას ახდენენ ისინი სუბიექტის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე.

ვალენტობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვალენტობა განსაზღვრავს, მოთხოვნილებით აღძრული ქცევის მიმართულებას. გარემოს ობიექტებს აქვთ „გამომწვევი ხასიათი“_გვიბიძგებენ მოქმედებისკენ. ან გვიზიდავენ_დადებითი ვალენტობა (ნამცხვარი გვიბიძგებს მისი შეჭმისკენ) , ან მოშორების ტენდენციას ქმნიან_უარყოფითი ვალენტობა( ავი ძაღლი სხვა მიმართულებით, ძაღლისგან შორს, წასვლისკენ გვიბიძგებს).

ინტენსიობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცვალებადია გარემოს ობიექტების ინტენსიობაც, სუსტი მიზიდულობიდან ბრძანებით ხასიათამდე. პირველადი გამომწვევი ხასიათის გარემოს ობიეტები მოთხოვნილებას უშუალოდ აკმაყოფილებენ. მოთხოვნილებასთან გარკვეულ მიმართებაში მყოფი საგნები კი ნაწარმოები გამომწვევი ხასიათისაა.

ქცევის ფორმები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კურტ ლევინი ერთმანეთისგან მიჯნავს ველისმიერ_არადაუფლებულ და ნებელობით_დაუფლებულ ქცევას. ველისმიერი ქცევისას, კავშირი გამომწვევი ხასიათის ობიექტსა და მოთხოვნილებას შორის აშკარაა (საჭმელი_ შიმშილი), ასევე შეაძლოა ასეთი კავშირი აშკარად არ ჩანდეს და შემთხვევით განისაზღვროს( მოხტუნავე ბურთი გვიბიძგებს დარტყმისკენ_ველისმიერი ქცევა, მაგრამ თავის შეკავების შემთხვევაში_ თუ არ დავარტყამთ ბურთს, განვახორციელებთ დაუფლებულ_ნებელობით ქცევას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • იმედაძე ირაკლი- ფსიქოლოგიის ისტორია თბ 2008წ
  • უზნაძე დიმიტრი- განწყობის ფსიქოლოგია (მეოთხე გამოცემა)