კოპა ინტერამერიკანა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კოპა ინტერამერიკანა
დაარსდა 1968
გაუქმდა 1998
რეგიონი ჩრდილოეთ ამერიკა
ცენტრალური ამერიკა
კარიბები
სამხრეთ ამერიკა
გუნდების რაოდენობა 2
ყველაზე ტიტულ. გუნდი არგენტინის დროშა ინდეპენდიენტე
მოქმედი გამარჯვებული აშშ-ის დროშა დი სი იუნაიტედი

კოპა ინტერამერიკანა (ესპ. Copa Interamericana, პორტ. Taça Interamericana, ინგლ. Interamerican Cup) — კონკაკაფის და კონმებოლის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირი, რომელიც იმართებოდა 1969–1998 წლებში. ტურნირის ფორმატი ითვალისწინებდა ლიბერტადორესის თასისა და კონკაკაფის ჩემპიონთა თასის მფლობელ გუნდებს შორის ორ შეხვედრას — სტუმრად და შინ. ტურნირმა არსებობა შეწყვიტა მას შემდეგ რაც 1998 წლიდან კონკაკაფის საფეხბურთო კლუბებმა (უმთავრესად მექსიკურმა) მონაწილეობის მიღება დაიწყეს კონმებოლის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირებზე. კოპა ინტერამერიკანას შექმნას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ კონმებოლის და უეფას მხრიდან კონკაკაფის საფეხბურთო კლუბებს უარი ეთქვათ საკონტინენტთაშორისო თასის გათამაშებაში მონაწილეობის მიღებაზე. რამდენადაც, აღნიშნული ტურნირის სახელწოდების ქართული თარგმანი — „ამერიკათაშორისო თასი“ — საკონტინენტთაშორისო თასის მსგავსად არ არის დამკვიდრებული ქართულენოვან საფეხბურთო ლიტერატურასა თუ პერიოდიკაში, ამდენად, მას ორიგინალური დასახელებით მოიხსენიებენ.

სულ გაიმართა ამ თასის 18 გათამაშება. კოპა ინტერამერიკანას პირველი (1969) გათამაშების გამარჯვებული გახდა ლა-პლატას „ესტუდიანტესი“, რომელმაც სამი მატჩის ჯამში დაამარცხა ტოლუკას „დეპორტივო ტოლუკა“[1][2][3]

გამარჯვებულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კოპა ინტერამერიკანას პირველი მფლობელი – „ესტუდიანტესი“.
კარლოს ბილარდო და მისი თანაგუნდელები ინტერამერიკანას თასით ხელში. 21 თებერვალი, 1969

შენიშვნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გამარჯვებული დ.დ. შემდგომ პენალტების სერიაში გამოვლინდა *
პლეი-ოფის მატჩები

ფინალები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წ. ქვეყანა გამარჯვებული შ. ფინალისტი ქვეყანა I მ. II მ. პ.
1969 არგენტინის დროშა არგენტინა ესტუდიანტესი 3–3 ტოლუკა მექსიკის დროშა მექსიკა 2–1 1–2 3–0
1972 ურუგვაის დროშა ურუგვაი ნასიონალი 3–2 კრუს ასული მექსიკის დროშა მექსიკა 1–1 2–1
1973 არგენტინის დროშა არგენტინა ინდეპენდიენტე 4–1 ოლიმპია ჰონდურასის დროშა ჰონდურასი 2–1 2–0
1974 არგენტინის დროშა არგენტინა ინდეპენდიენტე 1–1 მუნისიპალი გვატემალის დროშა გვატემალა 0–1 1–0
1976 არგენტინის დროშა არგენტინა ინდეპენდიენტე 2–2 ესპანიოლი მექსიკის დროშა მექსიკა 2–2 0–0
1978 მექსიკის დროშა მექსიკა ამერიკა 1–3 ბოკა ხუნიორსი არგენტინის დროშა არგენტინა 0–3 1–0 2–1
1980 პარაგვაის დროშა პარაგვაი ოლიმპია 8–3 დეპორტივო ფასი სალვადორის დროშა სალვადორი 3–3 5–0
1981 მექსიკის დროშა მექსიკა უნამი 4–4 ნასიონალი ურუგვაის დროშა ურუგვაი 3–1 1–3 2–1
1986 არგენტინის დროშა არგენტინა არხენტინოს ჯუნიორსი 1–0 დიფენს ფორსი ტრინიდადი და ტობაგოს დროშა ტ. და ტობაგო 1–0
1987 არგენტინის დროშა არგენტინა რივერ პლეიტი 3–0 ალახუელენსე კოსტა-რიკას დროშა კოსტა-რიკა 0–0 3–0
1989 ურუგვაის დროშა ურუგვაი ნასიონალი 5–1 ოლიმპია ჰონდურასის დროშა ჰონდურასი 1–1 4–0
1990 კოლუმბიის დროშა კოლუმბია ატლეტიკო ნასიონალი 6–1 უნამი მექსიკის დროშა მექსიკა 2–0 4–1
1991 მექსიკის დროშა მექსიკა ამერიკა 3–2 ოლიმპია პარაგვაის დროშა პარაგვაი 1–1 2–1
1992 ჩილეს დროშა ჩილე კოლო-კოლო 7–2 პუებლა მექსიკის დროშა მექსიკა 4–1 3–1
1994 ჩილეს დროშა ჩილე უნივერსიდად კათოლიკა 6–4 საპრისა კოსტა-რიკას დროშა კოსტა-რიკა 1–3 5–1
1996 არგენტინის დროშა არგენტინა ველეს სარსფილდი 2–0 კარტახინესი კოსტა-რიკას დროშა კოსტა-რიკა 0–0 2–0
1997 კოლუმბიის დროშა კოლუმბია ატლეტიკო ნასიონალი 3–2 საპრისა კოსტა-რიკას დროშა კოსტა-რიკა 3–2
1998 აშშ-ის დროშა აშშ დი სი იუნაიტედი 2–1 ვასკო და გამა ბრაზილიის დროშა ბრაზილია 0–1 2–0

სტატისტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გუნდების მიხედვით[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გუნდი გ. ფ. წელი გ. წელი ფ.
არგენტინის დროშა ინდეპენდიენტე 3 0 1973, 1974, 1976
ურუგვაის დროშა ნასიონალი 2 1 1972, 1989 1981
მექსიკის დროშა ამერიკა 2 0 1978, 1991
კოლუმბიის დროშა ატლეტიკო ნასიონალი 2 0 1990, 1997
პარაგვაის დროშა ოლიმპია 1 1 1980 1991
მექსიკის დროშა უნამი 1 1 1981 1990
არგენტინის დროშა ესტუდიანტესი 1 0 1969
არგენტინის დროშა არხენტინოს ჯუნიორსი 1 0 1986
არგენტინის დროშა რივერ პლეიტი 1 0 1987
ჩილეს დროშა კოლო-კოლო 1 0 1992
ჩილეს დროშა უნივერსიდად კათოლიკა 1 0 1994
არგენტინის დროშა ველეს სარსფილდი 1 0 1996
აშშ-ის დროშა დი სი იუნაიტედი 1 0 1998
ჰონდურასის დროშა ოლიმპია 0 2 1973, 1989
კოსტა-რიკას დროშა საპრისა 0 2 1994, 1997
გვატემალის დროშა მუნისიპალი 0 1 1974
მექსიკის დროშა ესპანიოლი 0 1 1976
არგენტინის დროშა ბოკა ხუნიორსი 0 1 1978
სალვადორის დროშა დეპორტივო ფასი 0 1 1980
ტრინიდადი და ტობაგოს დროშა დიფენს ფორსი 0 1 1986
კოსტა-რიკას დროშა ალახუელენსე 0 1 1987
მექსიკის დროშა პუებლა 0 1 1992
კოსტა-რიკას დროშა კარტახინესი 0 1 1996
ბრაზილიის დროშა ვასკო და გამა 0 1 1998

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Pablo Ciullini, Ian King and Erik Francisco Lugo (6 ოქტომბერი, 2017). Deportivo Toluca F.C. (Mex) 1–2 Estudiantes de La Plata (Arg) — Copa Interamericana 1969 (February 13, 1969). First leg, Estadio Azteca, Ciudad de México. RSSSF. წაკითხვის თარიღი: 2 თებერვალი, 2018.
  2. Pablo Ciullini, Ian King and Erik Francisco Lugo (6 ოქტომბერი, 2017). Estudiantes de La Plata (Arg) 1–2 Deportivo Toluca F.C. (Mex) — Copa Interamericana 1969 (February 19, 1969). Second leg, Estadio Estudiantes de la Plata, La Plata. RSSSF. წაკითხვის თარიღი: 2 თებერვალი, 2018.
  3. Pablo Ciullini, Ian King and Erik Francisco Lugo (6 ოქტომბერი, 2017). Estudiantes de La Plata (Arg) 3–0 Deportivo Toluca F.C. (Mex) — Copa Interamericana 1969 (February 21, 1969). Playoff, Estadio Centenario, Montevideo. RSSSF. წაკითხვის თარიღი: 2 თებერვალი, 2018.
 პორტალი ფეხბურთი — დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები ფეხბურთზე.