კოკოითი, ფანდარასტ!
„კოკოითი, ფანდარასტ!“ (ოს. «Кокойты, фæндараст!») — ოსური და ქართული საზოგადოებრივი მოძრაობა 2007-2008 წლებში, რომელიც მიმართული იყო სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის ედუარდ კოკოითის წინააღმდეგ (სიტყვა „фæндараст“ ოსურიდან ითარგმნება როგორც „მშვიდობით“, „გზა დამილოცნია“, „წადი მშვიდობით“). ასევე მოძრაობის ერთ-ერთი მიზანი იყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.
ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ორგანიზაციის დაარსების იდეა გაჩნდა 2007 წლის 22 ივლისს „სრულიად ოსთა კონფერენციაზე“. მოძრაობის პირველი ოფისი გახნა თბილისის ოსურ კულტურისა და ხელოვნების ცენტრში 5 აგვისტოს 2007 წ. ასევე ოფისები იყო გახსნილი რუსთავში, თელავში, ბორჯომში, ახალგორსა და სხვ. — საერთო ჯამში ათამდე ოფისი გაიხსნა საქართველოს მასშტაბით. 20 სექტემბერს 2007 წელს ოფისი გაიხსნა ცხინვალშიც.
მოძრაობაში მისი არსებობის დროს გაწევრიანდა 3 ათასამდე ადამიანი. სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული მთავრობის პირები მოძრაობას პროვოკაციულს უწოდებდნენ.[1][2]
მოძრაობის ლიდერი დიმიტრი სანაკოევის ძმა ვლადიმერ სანაკოევი იყო.
მოძრაობის ლოზუნგები იყო
- მე არ მინდა ვიყო ედუარდ კოკოითის მეგობარი! (რუს. Я не хочу быть другом Эдуарда Кокойты!)
- მშვიდობა საქართველოს! (რუს. Мир Грузии!)
- წადი მშვიდობით! (რუს. Иди с миром!)
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- მოძრაობის ოფიციალური საიტი დაარქივებული 2007-09-27 საიტზე Wayback Machine.
- ვიდეო-კლიპი «Кокойты, фæндараст!» (ოსური)
- ვიდეო-კლიპი «Кокойты, фæндараст!» (ქართული ენა)
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ Перевозкина М. საქართველო. გადატვირთვა // журнал «Профиль», № 34 (542), 17 сентября 2007
- ↑ Головин В. Что такое «фандараст»? // «Русский Базар», № 41 (599) 11 — 17 октября, 2007. (რუსული)