სამხრეთ ოსეთის ხალხი მშვიდობისთვის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სამხრეთ ოსეთის ხალხი მშვიდობისთვის
ხელმძღვანელობა
ლიდერი დიმიტრი სანაკოევი
ისტორია
დაფუძნდა 24 ოქტომბერი, 2006
შტაბ-ბინა ქურთა, გორის მუნიციპალიტეტი

„სამხრეთ ოსეთის ხალხი მშვიდობისთვის“ (რუს. «Народ Южной Осетии за мир», ოს. «Цӕгат райгуырынц Хуссар Ирыстон») – პარტია საქართველოში, რომელიც შეიქმნა მოძრაობის - „სამხრეთ ოსეთის ეროვნული გადარჩენის კავშირი" - ბაზაზე.

დაარსდა ეთნიკური ოსების , მათ შორის სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული მთავრობის ყოფილი წევრების მიერ. მისი დამაარსებლები იყვნენ: ოსი ჟურნალისტი ვლადიმერ სანაკოევი, დიმიტრი სანაკოევი (სამხრეთ ოსეთის ყოფილი თავდაცვის მინისტრი და პრემიერ-მინისტრი), მაია ჩიგოევა-ცაბოშვილი (ქართულ-ოსური გაერთიანების ”იბერ-ირონის” თავმჯდომარე), გიორგი ჩიგოევი, თეიმურაზ ჯერაგოევი, ჯემალ ქარქუსოვი (სამხრეთ ოსეთის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი), ურაზმაგ ქარქუსოვი.

პარტია აკრიტიკებს ედუარდ კოკოითსას მხარს უჭერს საქართველოსთან მშვიდობიან ინტეგრაციას.სამხრეთ ოსეთის მთავრობა პარტიას კანონიერად არ აღიარებს.

პარტიას აქტიურად არ მონაწილეობს საქართველოში მიმდინარე ყოველდღიურ პოლიტიკურ პროცესებში. პატიის ლიდერი, დიმიტრი სანაკოევი არის სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციული ერთეულის მმართველი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]