აგორაფობია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აგორაფობია (ბერძნ. αγοραφοβία - „სივრცის შიში“, — αγορά აგორა – „სივრცე“, „ბაზარი“ და φόβος ფობოს – „შიში“) არის შიში გახსნილი სივრცის მიმართ.
აგორაფობიით შეპყრობილი ხალხი განიცდის შიშს დიდ მოედნებში, ცარიელ ქუჩებში, ან გახსნილ მდელოში. გახსნილი სივრცის გარდა, აგორაფობიკებს ასევე ეშინიათ ხალხმარავალი ადგილების. თვით სიტყვა აგორას (ბერძნ. αγορά) პირველი მნიშვნელობაა ბაზარი, რაც ხალხმრავლობასთან იყო გაიგივებული. ეს ხალხი უსაფრთხოდ თავს მარტო შენობაში გრძნობენ, სადაც სრულიად მარტო ან ცოტა ხალხი არის. ყოველგვარი საზოგადოებრივი ადგილები მათ აშინებთ, ისინი მარტო მოგზაურობასაც ვერ ახერხებენ ამ შიშის გამო.
აგროფობია შეიძლება გამოწვეული იყოს ნერვული დარღვევისა ან ფსიქიკური დაავადების შედეგად.


იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]