კარლსკრონა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
კარლსკრონა
Karlskrona
ეკლესია ფრედრიკსკირკანი
ეკლესია ფრედრიკსკირკანი
გერბი
გერბი
ქვეყანა შვედეთის დროშა შვედეთი
კოორდინატები 56°11′00″ ჩ. გ. 15°39′00″ ა. გ. / 56.18333° ჩ. გ. 15.65000° ა. გ. / 56.18333; 15.65000
დაარსდა 1680
მოსახლეობა 32 606 კაცი (2005)
სიმჭიდროვე 1,526 კაცი/კმ²
დროის სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2

კარლსკრონა მდებარეობა შვედეთი

Red pog.svg

კარლსკრონა (შვედ. Karlskrona) — ქალაქი შვედეთში, ბლეკინგეს ლენის დედაქალაქი და თავისივე სახელწოდების მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. 2010 წლის მონაცემებით, მისი მოსახლეობა 35 212 ადამიანს შეადგენს.[1] კარლსკრონა ცნობილია როგორც ბაროკოს სტილში ნაგები ერთადერთი შვედური ქალაქი, ასევე აქაა განლაგებული შვედეთის ერთადერთი საზღვაო ბაზა და სანაპირო დაცვის შტაბი.

ქალაქი 1680 წელს დაარსდა, როდესაც შვედეთის სამეფო ფლოტმა მატერიკიდან კუნძულზე გადაინაცვლა, რომელიც მანამდე მიწათმოქმედებისა და საძოვრებისათვის გამოიყენებოდა. ამ დროისათვის, შვედეთი ბალტიის ზღვის რეგიონში მთავარ სამხედრო ძალას წარმოადგენდა. კუნძულს მეტად ხელსაყრელი სტრატეგიული მდებარეობა ეკავა, რადგან გერმანიისა და ბალტიის პროვინციების სანაპიროებიდან სულ ოდნავ იყო დაშორებული. ქალაქს სახელი შვედეთის მეფე კარლ XI-ის პატივსაცემად ეწოდა და „კარლის გვირგვინს“ ნიშნავს.

ქალაქი სწრაფად გაიზარდა და 1750 წლისთვის მისი მოსახლეობა 10 000 ადამიანს შეადგენდა. იმ დროისთვის ის ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი ქალაქი იყო. ამ დროის ბაროკოს სტილის შენობების უმრავლესობა დღესაც შემორჩენილია, რის გამოც ქალაქის ცენტრი არქიტეექტურულად ერთაგვაროვანია. კარლსკრონაში სამი მნიშვნელოვანი ეკლესიაა, რომელთაგან პირველია ფრედრიკსკირკანი. ის დააპროექტა ნიკოდემუს ტესინმა, რომელიც ევროპული არქიტექტურის გავლენის ქვეშ იმყოფებოდა. ეკლესიას საფუძველი 1720 წელს ჩაეყარა და 1744 წელს იკურთხა. ის სხვა ჩვეული შვედური ეკლესიებისგან გამოირჩევა ყვითელი ფერით და მორთულობით.

მეორე, წმინდა სამების ეკლესია, რომელსაც ასევე გერმანულ ეკლესიას უწოდებენ, 1697–1709 წლებში აშენდა. მის გუმბათსა და გადახურვაში იტალიური არქიტექტურის გავლენა იგრძნობა.

მესამე კლესია - კარლსაკრუნის საადმირალო ეკლესია 1685 წელს აშენდა წითლად მოხატული ხით.

ქალაქის დაარსებასთან ერთად, დაფუძნდა მისი გემთსაშენიც. ეს აუცილებლობას წარმოადგენდა 1689 წელს შვედეთის ფლოტის მიერ განცდილი დიდი დანაკარგების გამო. 1711 წლისთვის, გემთსაშენი შვედეთის უდიდესი სამრეწველო დამსაქმებელი იყო, სადაც 1 100 მუშა მუშაობდა.

კარლსკრონამ ქუჩების ისეთივე სტრუქტურა შემოინახა, როგორიც მას დაარსებისას ჰქონდა.

1998 წელს, კარლსაკრუნის საზღვაო მოწყობილებები იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Tätorternas landareal, folkmängd och invånare per km2 2005 och 2010 (Swedish). Statistics Sweden (14 December 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან 10 January 2012-ში. წაკითხვის თარიღი: 10 January 2012.


იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 871
რუს.ინგლ.ფრ.