ლაპონია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლაპონია*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

Sapmi Lappland.jpg
ქვეყანა შვედეთის დროშა შვედეთი
ტიპი შერეული
კრიტერიუმები iii, v, vii, viii, ix
სია იუნესკოს სია
რეგიონი** ევროპა
კოორდინატები 67°19′00″ ჩ. გ. 17°34′00″ ა. გ. / 67.31667° ჩ. გ. 17.56667° ა. გ. / 67.31667; 17.56667
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1996  (მე-20 სესია)
ნომერი 774
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 774
რუს.ინგლ.ფრ.

ლაპონია — ვრცელი, მთიანი, ველური ბუნების არეალი ჩრდილოეთ შვედეთის პროვინცია ლაპლანდიაში. 1996 წლიდან შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში. არეალს დაცული ტერიტორიის სტატუსი ჯერ კიდევ XX საუკუნის ადრეული წლებიდან აქვს.

ტერიტორიის მთლიანი ფართობი 9400 კმ²-ია და წარმოადგენს მდოფლიოს უდიდეს სახეუცვლელ ბუნებრივ რეგიონს, რომელიც დღესაც ადგილობრივებით, ჩრდილოეთის ირმების მეჯოგეობის მიმყოლი სამის ხალხით, იგივე ლაპებითაა დასახლებული. მათ მიერ საძოვრებად არეალის მხოლოდ რამდენიმე ნაწილი გამოიყენება. ტერიტორიის სიდიდის გამო, არეალის გეოგრაფია ძალზედ ცვალებადია, ჭარბობს მთები, მდინარეები და ტბები. ბუნების ყოველ ნაკრძალსა თუ ეროვნულ პარკს აქ თავის განმასხვავებელი მახასიათებლები გააჩნია.

ტერიტორიის 95% დაცულია როგორც ეროვნული პარკი ან ბუნების ნაკრძალი. მოიცავს მუდუსის, სარეკის, პადელანტის და სტორა-სიოფალეტის ეროვნულ პარკებს, ასევე სიაუნიას და სტუბას ბუნების ნაკრძალებს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]