სკუგსჩიურკოგორდენი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სკუგსჩიურკოგორდენი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

Skogskyrk Grav 2006.jpg
ქვეყანა შვედეთის დროშა შვედეთი
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები ii, iv
სია იუნესკოს სია
რეგიონი** ევროპა
კოორდინატები 59°16′32″ ჩ. გ. 18°05′58″ ა. გ. / 59.27556° ჩ. გ. 18.09944° ა. გ. / 59.27556; 18.09944
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1994  (მე-18 სესია)
ნომერი 558
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 558
რუს.ინგლ.ფრ.

სკუგსჩიურკოგორდენი (შვედ. Skogskyrkogården - ტყიანი სასაფლაო) — სასაფლაო შვედეთში, სტოკჰოლმის ცენტრალური ნაწილის სამხრეთით. მისი დაგეგმარება ირეკლავს არქიტექტურის განვითარებას ეროვნული რომანტიკული სტილიდან მოწიფულ ფუნქციონალიზმამდე.

1915 წელს, სკუგსჩიურკოგორდენი საერთაშორისო შეჯიბრების საგანი გახდა, რომელიც სტოკჰოლიმს ენსკედეს რაიონში ახალი სასაფლაოს დაგეგმვას ითავლისწინედბა. ახალგაზრდა არქიტექტორების - გუნარ ასპლუნდისა და სიგურ ლევერენცის მონახაზი სამი წლის შემდეგ დასრულდა. მშენებლობა 1917 წელს დაიწყო ტერიტორიაზე, რომელიც ხრეშის კარიერით იყო დაფარული და იზრდებოდა ფიჭვის ხეები. პროცესი სამი წლის შემდეგ დასრულდა. არქიტექტორებმა გამოიყენეს ბუნებრივი ლანდშაფტი და შექმნეს საუცხოო გარემო მშვიდი სილამაზით, რომელმაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით სასაფლაოების დაგეგმარებაზე ღრმა გავლენა იქონია.

კრემატორიუმი, რომელიც გამოირჩევა რამდენიმე სამლოცველოთი, გუნარ ასპლუნდის ბოლო არქიყექტურული სამუშაო იყო და 1940 წელს გაიხსნა. 1994 წელს სასაფლაო იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შევიდა. მიუხედავად იმისა, რომ ის არ გამოირჩევა აქ დაკრძალული ცნობილი ადამიანების სიმრავლით, დღემდე სტოკჰოლმის ერთ-ერთ მთავარ ტურისტულ ღირსშესანიშნაობად რჩება.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: