ტანუმშედე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტანუმის კლდის მხატვრობა*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

Tanumshede 2005 rock carvings 5.jpg
ქვეყანა შვედეთის დროშა შვედეთი
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები i, iii, iv
სია იუნესკოს სია
რეგიონი** ევროპა
კოორდინატები 58°43′25″ ჩ. გ. 11°19′25″ ა. გ. / 58.72361° ჩ. გ. 11.32361° ა. გ. / 58.72361; 11.32361
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1994  (მე-18 სესია)
ნომერი 557
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1994
რუს.ინგლ.ფრ.

ტანუმშედე — დასახლებული პუნქტი და ტანუმის მუნიციპალიტეტის ცენტრი შვედეთის ვესტრა–გიოტლანდის მხარეში. 2005 წლის მონაცემებით, მისი მოსახლეობა 1 597 ადამიანს შეადგენს.

ტანუმის კლდის მხატვრობა[რედაქტირება]

ტანუმის კლდის მხატვრობა წარმოადგენს არელას ტანუმშედეში, რომელიც პეტროგლიფების მაღალი კონცენტრაციის გამო, 1994 წლიდან შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.

აქ მდებარეობს ბრინჯაოს ხანის სკანდინავიის ერთ–ერთი უდიდესი კლდეები. საერთო ჯამში, ტერიტორია მოიცავს სამი ათას ნახატს, რომლებიც 600 პანელზეა გამოსახული. ისინი კონცენტრირებულია 25 კმ სიგრძის ყელის გასწვრივ, რომელიც გამყინვარების პერიოდში ფიორდის სანაპირო ზოლს წარმოადგენდა, მოიცავს 51 ჰა ტერიტორიას.

ბრინჯაოსა და რკინის ხანის სკანდინავიელები საკმაოდ გამოცდილი ხელოსნები და საზღვაო მომხმარებლები იყვნენ. ბევრი ნახატი ნავებს ასახავს, რომელთაგან ზოგიერთი ჰორტსპრინგის ტიპისაა და სავხეა მგზავრებით.

სხვა ნახატები ასახავს ადამიანებს მშვილდით, შუბს ან ნაჯახს, ზოგიერთი კი ნადირობის სცენებს. აღნიშნულ ყველა შემთხვევაში, ადამიანები გამოსახულნი არიან გარკვეული რიტუალის შესრულების პროცესში.

კლდის მხატვრობას ეროზიის სახით დიდი საფრთე ემუქრება. ზოგიერთი არქეოლოგი შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ზოგიერთი ნახატი წითლად შეღებეს, რათა ტურისტებისთვის დასანახად უფრო მკაფიო ყოფილიყო.

გალერეა[რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: