ფალუნის საბადო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დიდი სპილენძის მთების სამთო-მეპოვებითი არეალი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

Falu koppargruva.jpg
ქვეყანა შვედეთის დროშა შვედეთი
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები ii, iii, v
სია იუნესკოს სია
რეგიონი** ევროპა
კოორდინატები 60°35′56″ ჩ. გ. 15°36′44″ ა. გ. / 60.59889° ჩ. გ. 15.61222° ა. გ. / 60.59889; 15.61222
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2001  (25-ე სესია)
ნომერი 1027
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.

ფალუნის საბადო (შვედურად Falu gruva) — ისტორიული მნიშვნელობის საბადო შვედეთში. საბადო დახურეს 1992 წელს.

მაღაროების დახურვის მიუხედავად ქალაქ ფალუნის მოსახლეობა 36 447 (2005 წლის აღწერის 31 დეკემბრის მონაცემებით) კაცს ითვლის.

ქალაქ ფალუნს აქვს კარგად განვითარებული ინფრასტრუქტურა.

საბადოს ისტორია[რედაქტირება]

ფასიანი ქაღალდი. მოწმობა ქონების წილადობის შესახებ. დიდი სპილენძის საბადო. 1288 წ. (სტოკჰოლმის სამეფო არქივში დაცული ორიგინალი)

ისტორიულად, სპილენძის მოპოვება ტისკასიებერგზე (შვედურად Tiskasjöberg), სტორა კოპარბერგეტში (შვედურად Stora Kopparberget) სავარაუდოდ IX საუკუნეში უნდა დაწყებულიყო. საბადო შესაბამისი დოკუმენტებით XIII საუკუნიდანაა დამოწმებული.

ფალუნის მაღაროებში წიაღისეულის მოპოვების აქტიურ ხანად XVII საუკუნეა ცნობილი, სპილენძის მსოფლიო პროდუქციის 1,3 ხსენებულ საბადოებზე მოდოიდა. ფალუნის მაღაროებში მოიპოვებდნენ არამხოლოდ სპილენძს, არამედ ოქროსა და ვერცხლსაც.

ფალუნი იყო შვედეთის ყველაზე დიდი ოქროს, ხოლო ვერცხლის მოპოვების მხრივ, მნიშვნელობით მეორე საბადო ადგილი.

იმის გამო, რომ მოპოვებითი სამუშაოები ძირითადად წინასწარი დაგეგმვის გარეშე მიმდინარეობდა, რამდენიმეჯერ ჩაქცეულა კიდეც აქა-იქ ზოგიერთი მაღარო.

1687 წელს საბადოს მაღაროთა დიდი ნაწილი ჩაინგრა, მაგრამ არავინ დაშავებულა. მიზეზი იმისა, რომ მაღაროს ნგრევას შუა ზაფხულზე მსხვერპლი არ მოჰყოლია, იყო შვედეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სახალხო დღესასწაული.

პინგე სტორა სტეტენის (შვედურად Pinge Stora Stöten) მაღაროს სიღრმე არის 95 მ. ხოლო სიფართე - 350 მ.

XVIII საუკუნეში ფალუნის საბადომ დაკარგა მანამდელი მნიშვნელობა, თუმცა XIX საუკუნის ლამის ბოლო წლებამდე იგი მაინც რჩებოდა სპილენძის მოპოვების მნიშნელოვან ადგილად.

XX საუკუნეში კი აქ მაინც აგრძელებდნენ სამაღაროო საქმეს, თუმცა წარმოებული მადნის 30 % გოგირდისაგან, 5,5 % თუთიისაგან, 2 % ტყვიისაგან და მხოლოდ 0,4 % სპილენძისაგან შედგებოდა. მადანი შეიცავდა ასევე ოქროსა და ვერცხლის მცირედ წილს.

ამჟამად, ფალუნში მაღაროს მუზეუმია, ხოლო 2001 წლიდან კი საბადოს გარკვეული ნაწილი აღიარებულია მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობად.

საბადოს ლიტერატურული რეცეფცია[რედაქტირება]

ფალუნის საბადომ ასახვა ჰპოვა მრავალი ავტორის შემოქმედებაში, რომელთაგან გერმანულ ლიტერატურაში ყველაზე მნიშვნელოვნად მიიჩნევა შემდეგი ავტორები და ნაწარმოებები:

ლიტერატურულ რეცეფციას სათავე დაუდო ერთმა საკმაოდ გახმაურებულმა შემთხვევამ: 1677 წელს, ფალუნში ქორწილამდე რამდენიმე დღით ადრე მაღაროელი გაუჩინარდა. ცნობილია მაღაროელის სახელიც, - ფეტ მაც ისრაელსსონი (Fet Matts Israelsson) რქმევია. 1719 წელს საბადოს ერთ-ერთ შახტში მაღაროელები, სრულიად შემთხვევით გაუჩინარებული კაცის ცხედარს გადააწყდნენ, რომელიც მისმა გაუთხოვრად დარჩენილმა, უკვე დაბერებულმა საცოლემ ამოიცნო. გვამი სპილენძის ხსნარით ისე გაჟღეთილიყო, რომ მიცვალებულს ლამის პირვანდელი ახალგაზრდული სახე შეენარჩუნებინა. სწორედ ეს გახდა ლიტერატურული ინსპირაციის წყარო.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

(საბადოს შესახებ არსებული პირველადი და მეორადი ლიტერატურის მოკლე სია-ჩამონათვალი)
  • (გერმანული) Das Bergwerk von Falun. Texte von Johann Peter Hebel, E. T. A. Hoffmann, Georg Trakl und Franz Fühmann, hrsg. v. Thomas Eicher. Oberhausen: Athena 2003 (= Brückenschlag; Forum Literaturen; 3) ISBN 3-89896-150-8
  • (გერმანული) Georg Friedmann: Die Bearbeitungen der Geschichte von dem Bergmann von Fahlun. Berlin: Univ. Diss. 1887.
  • (გერმანული) Helmut Gold: Erkenntnisse unter Tage. Bergbaumotive in der Literatur der Romantik. Opladen: Westdt. Verl. 1990. (კულტურათმცოდნეობითი კვლევები გერმანული ლიტერატურისთვის) ISBN 3-531-12133-2
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1027
რუს.ინგლ.ფრ.