გრიმეტონის რადიოსადგური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გრიმეტონის რადიოსადგური*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა შვედეთის დროშა შვედეთი
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები ii, iv
სია [1]
რეგიონი** ევროპა
კოორდინატები 57°06′20″ ჩ. გ. 12°23′25″ ა. გ. / 57.10556° ჩ. გ. 12.39028° ა. გ. / 57.10556; 12.39028
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2004  (28-ე სესია)
ნომერი 1134
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1134
ინგლ.რუს.ფრ.

გრიმეტონის რადიოსადგური (შვედ. Radiostationen i Grimeton) — დაბალი სიხშირის გადამცემი რადიოსადგური შვედეთში, ვარბერგის მუნიციპალიტეტში. მას მხოლოდ ერთი მანქანური გადამცემი გააჩნია და შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.

გადამცემი 1922-1924 წლებში აშენდა.[1] ოპერირებს 17,2 კილოჰერც სიხშირეზე, მიუხედავად ამისა, რომ ის დაგეგმილია 40 კჰც სიცშირის ფარგლებში. გამომსხივებელ ელემენტს წარმოადგენს 127 მეტრის სიმაღლის ფოლადის ანზაძე ჩამოკიდებული მავთული.

გრიმეტონის სადგური ასევე გამოიყენება მოკლეტალღოვანი გადაცემებისთვის, FM და ტელემაუწყებლობისათვის. 1950-იან წლებამდე, ის გამოიყენებოდა ტრანსატლანტიკური რადიოტელეგრაფებისთვის, რომლებსაცი ის ნიუ-იორკში გზავნიდა. 1960-იანი წლებიდან 1996 წლამდე ის შვედეთის წყალქვეშა ფლოტს ემსახურებოდა.

1968 წელს, სადგურში დამონტაჟდა მეორე გადამცემი, რომელიც იგივე ტერიტორიას ემსახურებოდა რასაც მანქანური გადამცემი, მაგრამ მასში გამოყენებული იყო ტრანზისტორისა და ელქეტრონის ლამპის ტექნოლოგიები. 1996 წელს, უკვე მოძველებული მანქანური გადამცემია ხმარებიდან ამოიღეს. მაგრამ, იმის გამო, რომ ის საკმაოდ კარგ მდგომარეობაშია, ეროვნულ მონუმენტად გამოაცხადეს და ზაფხულობით მისი მონახულება ყველას შეუძლია.

დღეისათვის, გადამცემს მხოლოდ სპეციალურ შემთხვევებში ამუშავებენ, მაგალითად ალექსანდერსონის დღეს, როდესაც მისი საშუალებით მორზეს ანბანს გადასცემენ.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Varberg Radio Station UNESCO World Heritage Centre