ნიკოლოზ სანიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნიკოლოზ სანიშვილი
დაბადების სახელი ნიკოლოზ სანიშვილი
დაბადების თარიღი 24 დეკემბერი, 1902
ქუთაისი, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 26 ოქტომბერი, 1995 (92 წლის)
საქმიანობა რეჟისორი, სცენარისტი

ნიკოლოზ სანიშვილი (დ. 24 დეკემბერი, 1902, ქუთაისი — გ. 26 ოქტომბერი, 1995) — ქართველი რეჟისორი და სცენარისტი, საქართველოს სახალხო არტისტი (1964).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1902 წლის 24 დეკემბერს ქუთაისში. დაამთავრა ბალანჩივაძის სახელობის მუსიკალური სასწავლებელი. 1921–1924 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ელექტრო–მექანიკურ ფაკულტეტზე, 1923 წელს სწავლობდა სახალხო განათლების კომისარიატთან არსებულ კინომსახიბოთა სკოლაში. მან 1931 წელს დამოუკიდებლად გადაიღო დოკუმენტური ფილმი „ნავთობის ხუთწლედის ბოლშევიკები“. 1932 წელს გადაიღო ფილმი „უდაბნო“. 1960 წელს სლოვაკ კინემატოგრაფისტებთან ერთად გადაიღო ფილმი — „შეწყვეტილი სიმღერა“.

ჯილდოები და აღიარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დამდგმელი რეჟისორია ფილმებისა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სცენარის ავტორია ფილმებისა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1932 — „უდაბნო“
  • 1946 — „დავით გურამიშვილი“
  • 1950 — „გაზაფხული საკენში“
  • 1954 — „ისინი ჩამოვიდნენ მთიდან“
  • 1957 — „ქალის ტვირთი“
  • 1960 — „შეწყვეტილი სიმღერა“
  • 1964 — „ხევისბერი გოჩა“
  • 1966 — „შეხვედრა მთაში“
  • 1968 — „განგაში“
  • 1970 — „ჩერმენი“
  • 1971 — „დაისი“
  • 1972 — „ჩარი რამა“
  • 1985 — „მევლუდი“

გადაღებულია ფილმებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1929 — „უკანასკნელი საათი“
  • 1927 — „მთის კანონი“ (დოლგათი – ისმაილის მეგობარი)
  • 1925 — „შუქურას საიდუმლოება“ (მებადური)
  • 1925 — „წარსულის საშინელებანი“
  • 1925 — „ათასის ფასად“ ("დაჰკრა ჟამმა")

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]