გიორგი დანელია
გიორგი დანელია (დ. 25 აგვისტო, 1930, თბილისი) — ქართველი და რუსი კინორეჟისორი, ცნობილი თავისი „ნაღვლიანი კომედიებით“, როგორც თავად უწოდებს საკუთარ შემოქმედებას.
სწავლობდა მოსკოვის არქიტექტურულ ინსტიტუტში და ერთი პერიოდი არქიტექტორად მუშაობდა. მისი ფილმი „მე დავდივარ მოსკოვში“ ნიკიტა მიხალკოვის მონაწილეობით ხრუშჩოვის დათბობის პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე დამახასიათებელი აღწერაა. დანელიას ყველაზე პოპულარული ფილმებია „მიმინო“ (1977), ქართველი პილოტის თავაგადასავლებზე მოსკოვში, და „შემოდგომის მარათონი“ (1980), თარჯიმანზე, რომელიც ცოლსა და საყვარელს შორის ორ-ცეცხლს შუაა მოქცეული. 1986 წელს ის იღებს არცთუ მთლად მეცნიერულ ფანტასტიკას „კინ-ძა-ძა“. დანელიას ფილმებში თითქმის მუდმივად ჩნდება მისი იმჟამინდელი მეუღლე ლიუბოვ სოკოლოვა, რომელიც გინესის წიგნშია შეტანილი, ყველაზე მრავალრიცხოვანი გადაღებებით კინოს ისტორიაში, და ასევე მისი მეგობარი ევგენი ლეონოვი. დანელიას სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა 1990 წელს.
მოგვიანებით დანელია კინორეჟისორ გალინა იურკოვაზე ქორწინდება; რამდენიმე ანიმაციურ პროექტში იღებს მონაწილეობას და რუსეთის კინოაკადემიის მიერ ცხოვრებისეული მიღწევებისთვის საპატიო ჯილდო მიენიჭა.
ფილმოგრაფია [რედაქტირება]
- სერიოჟა (1960)
- გზა ნავმისადგომთან (Путь к причалу) (1962)
- დავდივარ მოსკოვის ქუჩებში (Я шагаю по Москве) (1963)
- 33 (1965)
- არ იდარდო! (Не горюй, Ar daidardo) (1969)
- ჰეკლბერი ფინის თავგადასავლები (Совсем пропащий; 1972)
- აფონია (Афоня ) (1975)
- მიმინო (Мимино) (1977)
- შემოდგომის მარათონი (Осенний марафон) (1979)
- ცრემლები ცვიოდა (Слёзы капали) (1982)
- ქინ-ძა-ძა (Кин-Дза-Дза) (1986)
- პასპორტი (Паспорт) (1990)
- ნასტია (Настя) (1993)
- არიოლი და რეშკა (Орёл и решка) (1995)
- ფორტუნა (Фортуна) (2000)
- კუ! ქინ-ძა-ძა-ძა! (2013)
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- Георгий Данелия — კინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზაში (ინგლისური)
- Биография, фильмография Георгия Данелия
- «Тостуемый пьёт до дна», часть первая
- «Тостуемый пьёт до дна», часть вторая
- «Мне жаль, что я дожил до сегодняшнего дня» (деятели культуры о ситуации в Южной Осетии).
- «Переход власти в другие руки был неизбежен» (деятели культуры о «революции роз» в Грузии).
- Георгий ДАНЕЛИЯ БЕЗБИЛЕТНЫЙ ПАССАЖИР // (Короткометражные истории из жизни кинорежиссера)
|
||||||||