პიერი მილიციის თანამშრომელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„პიერი მილიციის თანამშრომელი“

ფილმის პოსტერი
დამდგმელი რეჟისორი დავით რონდელი
სცენარის ავტორი ლევან ჭელიძე
როლებში იმედა კახიანი
ლალი მესხი
სესილია თაყაიშვილი
აკაკი კვანტალიანი
კომპოზიტორი ნუგზარ ვაწაძე
ხმის ოპერატორი გულნარა ბერიაშვილი
დავით ლომიძე
ოპერატორი აბესალომ მაისურაძე
იური ფედნევი
მონტაჟი ლარისა დიღმელოვა
მხატვარი კახი ხუციშვილი
სტუდია ქართული ფილმი
გამოსვლის თარიღი 1966
ხანგრძლივობა 86 წთ
ქვეყანა საქართველოს სსრ
ენა ქართული

პიერი მილიციის თანამშრომელი1965 წლის ქართული საბჭოთა ფილმი. გადაღებულია რეჟისორ დავით რონდელის მიერ. პირველი ჩვენება საკავშორო ეკრანებზე შედგა 1966 წელს.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

ჯარიდან დაბრუნებული პიერი პოლიციაში იწყებს მუშაობას, იგი მთელ ქალაქს შეუყვარდა. ჯარში წასვლამდე მას მეზობლად მცხოვრები თინა უყვარდა, რომელიც სხვა ქალაქში გადავიდა. ერთხელ სახლის ქურდობა მოხდა, პიერი დამნაშავეებმა დაჭრეს, მას საავადმყოფოში უამრავმა გულშემატკივარმა, მათ შორის თინამაც მიაკითხა, რომელიც ცნობილი მომღერალი გამხდარიყო და თავის მშობლიურ ქალაქში გასტროლებზე იყო ჩამოსული.

როლებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]