კაბელი (პერსონაჟი)
| კაბელი | ||||||||||||||||||
კაბელი (ნაწ. 2) #1 გარეკანი. 2008 წლის მარტი. არიელ ოლივეტის ნამუშევარი. |
||||||||||||||||||
| ისტორია | ||||||||||||||||||
|
||||||||||||||||||
ნათან სამერსი (კაბელი) არის გამოგონილი პერსონაჟი, მარველის კომიქსების სუპერგმირი. პირველად გამოჩნდა კომიქსში ახალი მუტანტები #87 (1990 წლის მარტი). შექმნილია მწერალი ლუიზა სიმონსონის და მწერალი/ილუსტრატორი რობ ლიფელდის მიერ.
გამოცემის ისტორია [რედაქტირება]
«Cable: Blood and Metal» (კაბელი: სისხლი და მეტალი) მინისერიები გამოდიოდა 1992 წლის ოქტომბრიდან - ნოემბრის ჩათვლით. მწერალი - ფაბიან ნიკელზი, ილუსტრატორი - ჯო რომიტი. კომიქსში ერთმანეთს კაბელი და სტრაიფი ებრძოდნენ.
21-ე საუკუნის დასაწყისში მისი პოპულარობა შემცირდა, მიუხედავად იმისა, რომ კაბელი მონაწილეობდა კომიქსში შემზარავი იქს-ადამიანები. 2002 წელს მას შეუქმნეს საკუთარი კომიქსი - კაბელი, შემდგომ გამოჩნდა კომიქსში კაბელი და დედპული და გახდა იქს ადამიანების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პერსონაჟი.
ძალები და შესაძლებლობები [რედაქტირება]
ტელეპატი მუტანტი კაბელი ფლობს ზეადამიანურ ფიზიკურ ძალას. მისი სხეულის მარცხენა ნაწილი, მარცხენა თვალთან ერთად ე.წ. ტექნო-ორგანულია, ამ ზეთვისების წყალობით კაბელს ადვილად შეუძლია კომპიუტერულ სისტემაში შეღწევა და სურვილისამებრ სხვადასხვაგვარი დამცავი კოდების იოლად მოხსნა, მარცხენა თვალი კი მუტანტს საშუალებას აძლევს დაინახოს უფრო მეტი, უფრო გარკვევით და ზუსტად (ინფრაწითელი გამსახეულება და ა.შ.). აღსანიშნავია ისიც, რომ დაბადებისას კაბელი ასევე ფლობდა ტელეკინეზურ შესაძლებლობებს, თუმცა ამჟამად ეს უნარი აღარ ახასიათებს.
სტატიის