კარლ ორტვინ ზაუერი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კარლ ორტვინ ზაუერი
დაბ. თარიღი 24 დეკემბერი, 1889
დაბ. ადგილი უორენტონი, აშშ
გარდ. თარიღი 18 ივლისი, 1975
გარდ. ადგილი ბერკლი, აშშ
სამეცნიერო სფერო გეოგრაფია

კარლ ორტვინ ზაუერი (ინგლ. Carl Ortwin Sauer; დ. 24 დეკემბერი, 1889 — გ. 18 ივლისი, 1975) — ამერიკელი გეოგრაფი. თანამედროვე კულტურული გეოგრაფიის ფუძემდებელი. 1940-1941 წლებში ამერიკის გეოგრაფთა ასოციაციის პრეზიდენტი. სწავლობდა ჩიკაგოს უნივერსიტეტში, სადაც 1915 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და გახდა ფილოსოფიის დოქტორი. 1915-1923 წლებში მოღვაწეობდა მიჩიგანის უნივერსიტეტში, 1923-1957 წლებში იყო კალიფორნიის უნივერსიტეტის გეოგრაფიის პროფესორი, ხოლო 1957 წლიდან გარდაცვალებამდე იმავე უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი. იკვლევდა უდაბნოების, ტროპიკული არეალების, ამერიკელი ინდიელების საზოგადოებრივი გეოგრაფიის, აგრიკულტურისა და ახალი მსოფლიოს ადგილობრივი მარცვლოვანი კულტურების საკითხებს. მისთვის გეოგრაფია იყო კაცობრიობის ისტორიის განუყოფელი ნაწილი, რადგან დედამიწამ, მისმა რესურსებმა, და გარემომ ღრმად განიცადა კაცობრიობის გავლენა. მრავალმხრივი მეცნიერი იყო. 1925 წელს გამოაქვეყნა ნაშრომი „ლანდშაფტის მორფოლოგია“, სადაც შემოღებული იყო „კულტურული ლანდშაფტის“ გაგება. არაერთი წიგნის, მონოგრაფიის და სტატიის ავტორია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]