აბიპონები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აბიპონები
Abipones
Patagonian lang.png
საერთო მოსახლეობა

მიეკუთვნება გამქარალ ხალხთა ჯგუფს[1]

რეგიონები მნიშვნელოვანი მოსახლეობით
არგენტინის დროშა არგენტინა
ენები
აბიპონური ენა
რელიგიები
ტრადიციული ტომობრივი რწმენები

აბიპონები — ადგილობრივი ინდიელები, რომლებიც არგენტინის კუთვნილ გრან-ჩაკოს რეგიონის ტერიტორიაზე სახლობდნენ. მიეკუთვნებოდნენ გუაკურუს ენათა ლინგვისტურ ჯგუფს.[1] XIX საუკუნის დასაწყისში, მათ როგორც ეთნიკურმა ჯგუფმა არსებობა შეწყვიტეს.[2] შემორჩენილია მცირერიცხოვანი მოსახლეობა, რომლებიც არგენტინელებში არიან ასიმილირებულნი.[1]

აბიპონები თავდაპირველად პარაგვაიში, გრან-ჩაკოს რეგიონში სახლობდნენ, მდინარე პარანის დასავლეთით.[1] თავიდან ისინი სეზონურად მოძრავი ხალხი — მონადირეები, შემგროვებლები, მეთევზეები და ზოგჯერ მიწათმოქმედებიც იყვნენ.[2]

1641 წელს, აბიპონებმა ესპანელებისგან ცხენი გაიცნეს, რის შემდეგაც მიწათმოქმედება მიატოვეს და ხელი მესაქონლეობასა და ცხენების მოშენებას მიჰყვეს. ამ დროისათვის, ისინი ჯერ კიდევ ცხოვრობდნენ მდინარე ბერმეხოს ჩრდილოეთით.

სქოლიო[რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 "Abipón (people)." Encyclopædia Britannica. Retrieved 21 Dec 2011.
  2. 2.0 2.1 John Mackenzie (ed.), Peoples, Nations and Cultures.