ჩილოე
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
ჩილოე (ესპ. Isla de Chiloé)– კუნძული წყნარ ოკეანეში, შედის ჩილეს შემადგენლობაში. ფართობი 8394 კმ². ჩილოეს არქიპელაგი (9181 კმ²) მთავარი კუნძული. მოიცავს არქიპელაგის 91,4 %. იგი მსოფლიოში ფართობით 87-ე კუნძულია.
კ. ჩილოე შედის ლოს-ლაგოსის რეგიონის ამავე სახელწოდების პროვინციის შემადგენლობაში და იყოფა რამდენიმე კომუნად.
კუნძულზე მდებარეობს XVIII–XIX საუკუნეების კულტურულ-ისტორიული ძეგლები, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი ჩილოეს მონასტრები.
აღსანიშნავია, რომ კუნძული ჩილოე კარტოფილის სამშობლოა.
2002 წლის მონაცემებით კუნძულის მოსახლეობა შეადგენს 154,7 ათ. კაცს.მსხვილი ქალაქია — კასტრო აღმოსავლეთით და ანკუდი ჩრდილოეთით.
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. XI, გვ. 123, თბ., 1987 წელი.