დოვსპრუნკი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დოვსპრუნკი იგივე დაუსპრუნგასი - ლიტვის დიდი მთავარი 1219-1235 წლებში. იგი იყო მინდაუგასის უფროსი ძმა, რომელიც მხოლოდ ერთხელ, გალიცია-ვოლინიის სამშვიდობო შეთანხმებაში მოხსენიება 1219 წელს ლიტვის 21 ადრეულ მთავარს შორის, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ხნიერი (დანარჩენი ოთხი მთავარი უნდა იყოს ზივინბუდასი, დაუიოტასი, მინდაუგასი და ვილიგაილა ). მას შემდეგ რაც გაირკვა, რომ დაუსპრუნგასი არის მინდაუგასის ერთადერთი ცნობილი ძმა, მიიჩნევენ, რომ სწორედ დაუსპრუნგასი არის მინდაუგასის ძმისშვილების, ედივიდასისა და ტაუტვილასის, მამა. თუ ეს ვარაუდი ჭეშმარიტია, მაშინ სიმართლეს შესაბამება ისიც, რომ დაუსპრუნგასი არის დანიელ გალიციელის სიმამრი და ცოლად ჰყავდა ვიკინტასის და. ცნობილია ისიც, რომ მინდაუგასმა მოკლა თავისი ნათესავი ძალაუფლების მოსაპოვებლად. და რადგანაც, დაუსპრუნგასი არ მოიხსენიება არცერთ სხვა წყაროში, ზოგიერთი მიანიშნებს, მინდაუგასმა მოკლა დაუსპრუნგასი. ამ მოსაზრების მცდარობას მისი მოწინააღმდეგენი ასაბუთებნ იმით, რომ დაუსპრუნგასის შვილები მისი გარდაცვალების შემდეგაც, 1248 წელსაც, მართავენ საგვარეულო მიწებს.

წინამორბედი:
რინგოლდი
ლიტვის დიდი მთავარი


12191235
შემდეგი:
მინდაუგასი