ჰიდროქარსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჰიდროქარსები (ბერძ. hydor — წყალი და ქარსები) — სილიკატების კლასის ქარსების მსგავსი მინერალების ჯგუფი; წარმოადგენს ფენობრივი აგებულების ალუმინსილიკატებს. რომლებიც ქარსებთან შედარებით შეიცავს მეტ წყალს და შესაძლებელია, ოქსონიუმსაც (Н3 O1). ჩვეულებრივ, ჰიდროქარსი წარმოადგენს ქარსების კაოლინად, მონტმორილონიტად, ვერმიკულიტად და ქლორიტად ბუნებრივი სტადიური გარდაქმნის შუალედ პროდუქტს.

გავრცელებული ჰიდროქარსებია: ჰიდრომუსკოვიტი, რექტორიტი, გლაუკონიტი, ჰიდრობიოტიტი. ჰიდროქარსი წარმოიქმნება ენდოგენური (მადნეულ ძარღვთა შემცველი ქანების ჰიდროთერმული შეცვლა) და ეგზოგენური (გამოფიტვა და სხვა) პროცესების დროს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]