ფილიტი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფილიტი

ფილიტი (ბერძნ. φύλλον, phýllon, ფურცელი) — მეტამორფული ქანი, რომელიც შედგება ძირითადად სერიციტის ან ქლორიტის წვრილ-წვრილი ქერცლებისაგან. ახასიათებთ თხელი ფიქლებრიობა. ფილიტის შედგენილობაში არის აგრეთვე კვარცის ნატეხები, ზოგჯერ ალბიტის ახლად წარმოქმნილი კრისტალები. მუქი ნაცრისფერი ან შავია, წარმოიქმნება თიხიანი ნალექების შედარებით სუსტი მეტამორფიზმის შედეგად.

მეტამორფიზმის ხარისხის მიხედვით გარდამავალი ადგილი უკავია თიხაფიქლებსა და ქარსიან კრისტალურ ფიქლებს შორის.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]