...გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა)
„ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა / ...გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა“
One flew over the cuckoo's nest
ავტორი კენ კიზი
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ჟანრი რომანი
გამომცემელი Viking Press და New American Library
გამოცემის თარიღი 1962
მთარგმნელი ია მჭედლიძე/ზაზა ჭილაძე
ქართულად გამოიცა 2008
მედია ქაღალდი
გვერდი 410
oclc 37505041
ISBN 978-9941-11-015-3

...გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა, ასევე ცნობილი, როგორც ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა[1] (ინგლ. One flew over the cuckoo's nest) — კენ კიზის რომანი (1962). ითვლება ბიტნიკებისა და ჰიპების მოძრაობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ლიტერატურულ ნაწარმოებად. 1975 წელს ნაწარმოების მიხედვით მილოშ ფორმანმა გადაიღო ამავე სახელწოდების ფილმი.

რომანის შესავალში არის მიძღვნა: „ვიკ ლოველს, ვინც მითხრა, ურჩხულები არ არსებობენო და მერე იმათ ბუნაგში შემიყვანა.

წიგნის ეპიგრაფია:

...ერთი მოფრინდა, ერთი გაფრინდა
გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

რომანის მოქმედება ვითარდება ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. მთხრობელია ერთ-ერთი პაციენტი, ინდიელი ბრომდენი. ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟია თავისუფლებისმოყვარული პაციენტი რენდლ პატრიკ მაკმერფი, რომელიც ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ციხიდან ხვდება. სავარაუდოდ, ის იგონებს ფსიქიკურ აშლილობას, რათა თავი დააღწიოს საკატორღო სამუშაოებს. სხვა პაციენტები რომანში წარმოდგენილნი არიან არა როგორც სულიერად დაავადებულები, არამედ როგორც საზოგადოების უმრავლესობის მიერ გარიყული ნორმალური ადამიანები.

მაკმერფი უპირისპირდება მთავარ ექთანს, რომელიც მუშაობს საავადმყოფოს შესაბამის განყოფილებაში. მთავარი ექთანი, რომლის პირადი ცხოვრება არ აეწყო, ამყარებს საკუთარ ძალაუფლებას პაციენტებზე და საავადმყოფოს პერსონალზე. მოჯანყე და ინდივიდუალისტი მაკმერფი ებრძვის ექთნის მიერ დამყარებულ წესრიგს და ახდენს შესაბამის გავლენას პაციენტებზე, ასწავლის რა მათ ცხოვრებით ტკბობასა და ათავისუფლებს მათ ქრონიკული კომპლექსებისაგან. მაკმერფის ქმედებები მიდის საავადმყოფოს წესების დარღვევამდე, მათ შორის ღამის გართობამდე ალკოჰოლური სასმელის მიღებითა და მეძავების მონაწილებოთ.

მთავარ ექთანს, რომელიც ადრინდელად ვეღარ აკონტროლებს სიტუაციას, გამოჰყავს მაკმერფი წყობილებიდან, სარგებლობს მომენტით და მას გზავნის ლობოტომიაზე. მაკმერფის ოპერაცია ანადგურებს, მაგრამ სხვა პაციენტები ხდებიან გაბედულები, თავდაჯერებულები და თავისუფლდებიან მთავარი ექთნისაგან.

ეკრანიზაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რომანს დიდი წარმატება ჰქონდა. გამოცემიდან 1 წლის შემდეგ ის დაიდგა ბროდვეიზე. 1975 წელს მილოშ ფორმანმა გადაიღო 5 ოსკარის ლაურეატი ფილმი „ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა“. ფილმმა გაზარდა წიგნის პოპულარობა. ფილმი გააკრიტიკა კენ კიზიმ, რომელიც აცხადებდა, რომ არც უნახავს ფილმი. ის, აპროტესტებდა წიგნის მთავარი პერსონაჟის, მთხრობელი ინდიელი ბრომდენის ფილმში უკანა პლანზე გადაწევას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • კენ კიზი, ...გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა, თბილისი, გამომცემლობა „დიოგენე“, 2008, ISBN 978-9941-11-015-3

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]