ერნსტ რემი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ერნსტ რემი

ერნსტ იულიუს რემი (გერმ. Ernst Julius Röhm) (დ. 28 ნოემბერი, 1887, მიუნხენი — გ. 1 ივლისი, 1934, მიუნხენი) — გერმანელი პოლიტიკური და პარტიული მოღვაწე, ნაცისტური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი და „სა“-ს შეფი.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

დაიბადა მიუნხენში, მოსამსახურეთა ოჯახში. 1908 წელს გახდა ოფიცერი. პირველ მსოფლიო ომის დროს მსახურობდა დასავლეთის ფრონტზე. სამჯერ მიიღო ჭრილობა. დაჯილდოვდა რკინის ჯვრით.

1920 წელს, მას შემდეგ რაც შეცვალა მე-4 სამხედრო ოლქის პროპაგანდის სამსახურის უფროსის პოსტზე კარლ მაიერი, გაიცნო ადოლფ ჰიტლერი და გახდა ნაციონალ-სოციალისტური პარტიის ერთ ერთი პირველი წევრთაგანი.

ამ პერიოდში რემი გეორგ ეშერიხთან ერთად ქმნის ორგანიზაცია „აინოვერს“, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენდა სახალხო ლაშქარს. ასეთი ორგანიზაციები იქმნებოდა იმ მიზნით, რომ გვერდი აევლოთ ვერსალის ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეიარაღებული ძალების რაოდენობის შეზღუდვისათვის. „აინოვერის“ იარაღით და საბრძოლო მასალით უზრუნველსაყოფად ერნსტ რემმა შექმნა დიდი საიდუმლო საწყობები, სადაც შენახული იარაღითა და საბრძოლო მასალებით 1935 წელს თავიდან ბოლომდე შეაიარაღა ახლად შექმნილი ვერმახტის პირადი შემადგენლობის მესამედი. მიუხედავად ამისა, 1921 წელს „აინოვერი“ აკრძალეს. ამ წარუმატებლობის შემდეგ რემი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ხელისუფლებაში მოსასვლელად საჭიროა მოსახლეობის ფართო მასების მხარდაჭერა. ამისათვის საუკეთესო კანდიდატურა აღმოჩნდა ადოლფ ჰიტლერი.

მე–19–ე ნაღმტყორცნელი ასეულის ყოფილი ჯარისკაცებისაგან ჰიტლერის დასაცავად ერნსტ რემმა შექმნა მობილური ჯგუფი. შემდეგ ამ ჯგუფის საფუძველზე შეიქმნა ე.წ. 'დაცვის რაზმი', ხოლო მოგვიანებით მას სახელი შეეცვალა და შეტევის რაზმი (გერმ. Sturmabteilung, შემოკლებით SA დაერქვა).

რემი აგრეთვე ეძებდა ყოფილ ოფიცერებს რომელთაც უნდა დაეკავებინათ რაზმის მეთაურთა თანამდებობები. სა–ს ხემძღვანელობის ძირითად ბირთვს წარმოადგენდნენ ძირითადად ყოფილი მე2–ე საზღვაო ბრიგადის შტაბის ოფიცრები, რომლებიც დათხოვნილნი იყვნენ სამხედრო სამსახურიდან კაპპის პუტჩში მონაწილეობის გამო. ამ ოფიცერთა ჯგუფს ხემძღვანელობდა ჰერმან ერჰარდტი.

SA-ს შექმნისთავავე წარმოიქმნა წინააღმდეგობა ჰიტლერსა და რემს შორის შემტევი რაზმების ფუნქციებსა და დანიშნულებასთან დაკავშირებით. ჰიტლერი თვლიდა, რომ შემტევი რაზმების ფუნქცია უნდა ყოფილიყო პარტიული ხემძღვანელობის ნებისმიერი დავალებების უსიტყვოდ შესრულება. ერნსტ რემი კი ამ რაზმებს განიხილავდა, როგორც მომავალი რევოლუციური არმიის ბირთვს. ამაში მას მხარს უჭერდნენ ბავარიის სამხედრო ხელისუფლები, რომლებიც შემტევებს განიხილავდნენ, როგორც არმიის სარეზერვო ნაწილებს. ამ ნაწილებში შესაბამისად უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობდნენ ერნსტ რემი და ჰერმან ერჰარდტი. შემთევთა პირადი შემადგენლობა სწორედ მათ ემორჩილებოდა უსიტყვოდ და არა ნაციონალისტურ–სოციალისტური პარტიის ლიდერებს.

იმისათვის რომ თავისი გავლენა გაეძლიერებინა სა–ში ჰიტლერმა ამ რაზმების მეთაურად დანიშნა ჰერმან გერინგი, ხოლო შემდეგ სა–ს საპირისწონედ შექმნა ტავისი პირადი დაცვის სამსახური, რომელიც მოგვიანებით გახდა ცნობილი სს–ის ბირთვი.

ერნსტ რემმა აქტიური მონაწილეობა მიიღო ლუდის პუტჩში. იგი ხემძღვანელობდა რაზმებს, რომლებმაც იერიში მიიტანეს და ხელში ჩაიგდეს სამხედრო სამინისტროს შენობა. ამ რაზმის მედროშე ამ დროს იყო ჰიმლერი.

პუტჩის წარუმატებელი დასრულების შემდეგ იგი დააპატიმრეს, ხოლო მოგვიანებით გაათავისუფლეს ხელწერილის ქვეშ. ლანდსბერგის ციხეში ყოფნისას ჰიტლერმა იგი დანიშნა იატაკქვეწშა შემტევი რაზმების მეთაურად. ლეგალური საფრის სახით ერნსტ რემმა შექმნა ორგანიზაცია ფრონტბანი (პირველი მსოფლიო ომის მონაწილეთა საზოგადოებრივი გაერთიანება), რომელიც ფორმალურად იმყოფებოდა გენერალ ლიუდენდორფის დაქვემდებარებაში.

1924 წელს ჰიტლერის ციხიდან გათავისუფლების შემდეგ რემსა და მას შორის ურთიერთობა უკიდურესა დაიძაბა, რომელიც სულ ცოტა და ღია კონფლიქტში შეიძლება გადაზრდილიყო. რემი სა–ს თვლიდა დამოუკიდებელ ორგანიზაციად, რაც კატეგორიულად არ აძლევდა ხელს ადოლფ ჰიტლერს.

1925 წლის 30 აპრილს რემმა გაუგზავნა ჰიტლერს გამოსამშვიდობებელი წერილი, რომელზეც ჰიტლერმა პირდაპირ თვითონ არ უპასუხა, არამედ თავისი სამდივნოს მეშვეობით. ამ წერილში ჰიტლერი ხაზს უსვამდა იმას, რომ იგი ამ დროიდან მოყოლებული არ აპირებდა არანაირი სამხედრო ორგანიზაციის შექმნას, არამედ მას სჭირდებოდა ჯგუი ხალხისა რომელიც მხოლოდ დაიცავდა პარტიულ შეკრებებზე ჰიტლერისა და მისი მომხრეების უსაფრტხოებას, როგორც ეს ხდებოდა 1923 წლამდე.

1925–1931 წლებში ერნსტ რემი ბოლივიაში სამხედრო ინსტრუქტორად მუშაობდა. იგი ატარებდა ბოლივიის არმიის პოლკოვნიკის წოდებას.

1931 წლის 1 აპრილ იგი გახდა შა–ს შტაბის ხემძღვაჰელი. ამავდროულად გაეხვა სკანდალში.მის დანიშვნას ამ თანამდებობაზე ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა. ისინი მას ბრალს ჰომოსექსუალიზმში დებდნენ და მიაჩნდათ, რომ ის ჩირქს სცხებდა სა–ს.

ნაცისტების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ რემმა ჩაიფიქრა გაეტარებინა სამხედრო რეფორმა.1933 წელს იგი გახდა მინისტრი პორთფელის გარეშე. მისი აზრით ძველი პრუსიული წყობა უკვე დრომორჭმული და გამოუსადეგარი იყო. არმიის დაკომპლექტება უნდა მომხდარყო სახალხო მილიციის პრინციპით, სა კი იქნებოდა ამ ახალი არმიის ძირითადი ბირთვი. თავის თავს კი ხედავდა ამ ახალი არმიის მეთაურის რაჰგში. ამან გამოიწვია ღია კონფლიკტი ჰიტლერთან.

გრძელი დაშნების ღამეს ჰიტლერმა მას ბრალი დასდო შეთქმულების მოწობაში და თვითონ პირადად მიიღო მონაწილეობა მის დაკავებაში. მომდევნო დღეს იგი ციხის საკანში დაცხრილეს, მას შემდეგ, რაც უარი განაცხადა თვითმკვლელობაზე.