ვილკასუამანი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
ვილკასუამანი
Willkawaman
ვილკასუამანის კათედრალი და მზის ტაძარი
ვილკასუამანის კათედრალი და მზის ტაძარი
ქვეყანა პერუს დროშა პერუ
რეგიონი აიაკუჩო
პროვინცია ვილკას-უამანი
კოორდინატები 13°39′11″ ს. გ. 73°57′14″ დ. გ. / 13.65306° ს. გ. 73.95389° დ. გ. / -13.65306; -73.95389
სიმაღლე 3 490

ვილკასუამანი მდებარეობა პერუ

Red pog.svg

ვილკასუამანი (ესპ. Vilcashuamán; კეჩ. Willkawaman, წმინდა შევარდენი) — ქალაქი პერუში, ვილკას-უამანის პროვინციის დედაქალაქი. მდებარეობს ანდების აღმოსავლეთ კალთებზე, ზღვის დონიდან 3 490 მეტრზე, უძველესი არქეოლოგიური ძეგლის ტერიტორიაზე.

ვილკასუამანი ინკების ადმინისტრაციული ცენტრი იყო, მას შემდეგ, რაც ინკებმა ჩანკასისა და პოკრასის ხალხი დაიპყრეს. ჟამთააღმწერლების ცნობით, ვილკასუამანში 40 000 ადამიანი ცხოვრობდა. ქალაქი გაშენებული იყო დიდი მოედნის გარშემო, სადაც მსხვერპლშეწირვის ცერემონიები იმართებოდა. მოედნის გარშემო აღმართული იყო ქალაქის ორი უმთავრესი შენობა: მზის ტაძარი და უშნუ, რომელიც დღემდე შემორჩა. მიჩნეულია, რომ ქალაქს შევარდნის ფორმა ჰქონდა, რომლის თავის ადგილას უშნუ მდებარეობდა.

უშნუ წარმოადგენს წაკვეთილ პირამიდას. მის ზედა პლატფორმა მოზრდილი ქვაა უნიკალური ორნამენტებით, სადაც ინკა (იმპერატორი) ჯდებოდა. ვარაუდობენ, რომ ერთ დროს ის ოქროს ფურცლებით ყოფილა დაფარული.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]